2019-03-20 12:23:22, 2826 ნახვა
მსოფლიო
ყაზახეთის ახალ პრეზიდენტს სურს, რომ ასტანას ნაზარბაევის პატივსაცემად ნურსულთანი დაერქვას
ყაზახეთის ახალი პრეზიდენტი კასიმ-ჟომარტ ტოკაევი ინიციატივით გამოდის, რომ ქვეყნის დედაქალაქ ასტანას ყოფილი პრეზიდენტის სახელი ნურსულთანი [ნაზარბაევი] დაერქვას, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, გარდა დედაქალაქის სახელწოდების შეცვლილი ახალ პრეზიდენტს კიდევ რამდენიმე ინიციატივა აქვს. კერძოდ, მას სურს - ნურსულთან ნაზარბაევს დედაქალაქში ძეგლი დაუდგას და ყველა ქალაქის ცენტრალურ ქუჩას მისი სახელი დაერქვას.
ცნობისთვის, ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა თანამდებობა 30-წლიანი მმართველობის შემდეგ გუშინ დატოვა.
ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან