09:59 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-20 12:24:54, 1176 ნახვა

პოლიტიკა
ბესელია უმრავლესობას: იმ პროექტს მისცემთ ხმას, სადაც „ოცნების“ იდეალები იუსტიციის საბჭოს იდეალებად გადაიქცა?!

მოგწონთ ეს პროქტი?! ამ პროექტს მისცემთ ხმას, სადაც „ქართული ოცნების“ იდეალები, იუსტიციის საბჭოს იდეალებად გადაიქცა?!“ - ამ სიტყვებით პარლამენტის წევრმა, ეკა ბესელიამ პლენარულ სხდომაზე ყოფილ თანაგუნდელებს მიმართა.

დეპუტატი უმრავლესობის იმ კანონპროექტს გამოეხმაურა, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარემ და ხუთმა დეპუტატმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დასანიშნ მოსამართლეებს შეეხება.

„გუშინდელი განხილვის პირველი განწყობა და ემოცია, იმ ადამიანებს, ვისაც ჯერჯერობით კიდევ ვერ გაურკვევია ღილაკების ფერი ან კაბინეტების და ოთახების გარჩევაში ხართ და თანამდებობებს არკვევთ და იქამდე ვიდრე პრიორიტეტები არის არეული და ვიღაცას ჰქონია რომ თანამდებობაზე ყოფნა ეს არის ცხოვრების საზრისი, ამ დროს საზოგადოება შინ და გარეთ ჩვენი მეგობრები და პარტნიორები, ამ ქვეყნის კეთილისმსურველები ძალიან ღელავენ იმ ცუდი პროექტის გამო, რომელიც არის შემოთავაზებული. ვისთვისაც სასამართლო, ეს არის არა თავისუფლების გარანტი, არამედ საკუთარი ინტერესების სფერო, კორუფციისა და პირადი ინტერესების ყველაზე ნოყიერი ნიადაგი, იქამდე ვიდრე ეს პრიორიტეტები არეულია, მართლა შეუძლებელი იქნება ერთმანეთს ველპარაკოთ იმ ენაზე, რომელიც არის ყველაზე მისაღები და გასაგები ენა საზოგადოებისთვის, მე მინდა კოლეგებს ვკითხო და არა იმ 5 ადამიანს და სიმბოლურია ეს ციფრი, ვისაც ძალიან მოსწონს ეს პროექტი ან ვისაც მიაჩნია, რომ იუსტიციის საბჭოს უშტატო თანამშრომელი უნდა იყოს საქართველოს პარლამენტში. მე მინდა იმ ადამიანებს ვკითხო, ვისაც ჰქონდა მოლოდინი ამ დეკემბრის მძიმე მოვლენების შემდეგ, რომ რაღაც შეიცვლებოდა, მე მაინტერესებს თქვენ მოგწონთ ეს პროქტი?! ამ პროექტს მისცემთ ხმას, სადაც „ქართული ოცნების“ იდეალები, იუსტიციის საბჭოს იდეალებად გადაიქცა?!“ - მიმართა ყოფილ თანაგუნდელებს ბესელიამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics