|
2019-03-20 10:41:40, 1102 ნახვა
პოლიტიკა
ბახტაძე: ქვეყანამ უნდა უზრუნველყოს ყველასთვის თანაბარი წვდომა მაღალი ხარისხის განათლებასა და ჯანდაცვაზე
ნებისმიერი სახელმწიფოს მთავარი მისია უნდა იყოს, უზრუნველყოს მინიმუმ ორი რამ - წვდომა მაღალი ხარისხის განათლებასა და ჯანდაცვაზე ჰქონდეს ყველას, მიუხედავად იმისა, რომელ ქალაქსა თუ სოფელში დაიბადა, როგორ ოჯახში და რა სოციალურ პირობებში იზრდებოდა ადამიანი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში, გადაცემაში "პირისპირ" სტუმრობისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, განათლებასა და ჯანდაცვაზე წვდომა არ უნდა იყოს პრივილეგია. უმაღლესი განათლების ნაწილში კი, პრემიერის თქმით, აუცილებელია საერთაშორისო სტანდარტების დაკმაყოფილება. „საქართველოში გაცემული დიპლომები ვალიდური უნდა იყოს ევროკავშირის ქვეყნებში. როდესაც საუბარია დასავლურ განათლებაზე, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი დიპლომები უნდა იყოს იმავე დონის და აღიარებული ნებისმიერ დასავლურ, ამ შემთხვევაში კი ევროკავშირის ქვეყანაში. ამის რესურსი არსებობს და ასოცირების შეთანხმებით, ისევე, როგორც ევროკავშირთან ჩვენს მიერ დასახული ახალი პერსპექტივებით, განათლება წამყვანი სფეროა. უმაღლესი განათლების რეფორმა ნიშნავს იმას, რომ საქართველოს უნივერსიტეტები, ყველა კრიტერიუმის დაკმაყოფილების შემთხვევაში შეძლებენ, ჩვენს ახალგაზრდებს დასავლური, ევროპული განათლების მიღების საშუალებას მისცემენ და საქართველოში გაცეული დიპლომები აღიარებული იქნება ევროკავშირის ზონაში", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. რაც შეეხება უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობას, მამუკა ბახტაძე მიიჩნევს, რომ ამ თვალსაზრისით უნივერსიტეტების საბაზისო დაფინანსებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. „რეფორმის ერთ-ერთი ნაწილი იქნება ის, რომ უნივერსიტეტები ჩვენ ეტაპობრივად გადავიყვანოთ ე.წ საბაზისო დაფინანსებაზე. დღეს უნივერსიტეტები პრაქტიკულად დამოკიდებულნი არიან სტუდენტების რაოდენობაზე, რომ მიიღონ მინიმალური შემოსავალი, რათა განაგრძონ ფუნქციონირება. რა თქმა უნდა, ეს ეფექტური მიდგომა არ არის და ჩვენ ის უნდა შევცვალოთ, რათა ორიენტირებული ვიყოთ ხარისხზე. უნივერსიტეტებს, რომლებსც აქვთ ევროპული ხარისხის დიპლომის გაცემის რესურსი, უნდა ჰქონდეთ საბაზისო დაფინანსება, რომელიც აუცილებლად მოხმარდება კვლევებს. მეცნიერება და განათლება უნივერსიტეტში, ორი ურთიერთგადაჯაჭვული სფეროა და შესაბამისად, უნივერსიტეტებისთვის საბაზისო დაფინანსების მიცემამ ჩვენ ორივე მიმართულებით წარმატება უნდა მოგვიტანოს", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)