09:59 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-19 18:12:22, 1230 ნახვა

პოლიტიკა
გოცირიძე: მას ვინც კვაჭანტირაძის პოსტს დაიკავებს, არც მეზობლები მიესალმებიან, არც ძაღლები და არც კატები

 „ქართულ ოცნებაში“ ყოფნა არის სირცხვილი. ამას ამბობენ ადამიანები, შინაური ცხოველები და ვინც, კომიტეტზე ზვიად კვაჭანტირაძის ადგილს დაიკავებს მას მეზობლებიც არ მიესალმებიან, არც ძაღლები და არც კატები და ღმერთმა სიკეთეში შეარგოს ეს კომიტეტი“, - ამის შესახებ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხოდამაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, კვაჭანტირაძის მხრიდან თანამდებობის საკუთარი სურვილით დატოვება, სწორი გადაწყვეტილებაა.

„მინდა ბატონ ზვიადს (კვაჭანტირაძე) ვუთხრა რომ პირიქით, ძალიან კარგია რაც ხდება მისთვის. მან თავადაც აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნებიდან“ წავიდა მეზობლები განსაკუთრებული სითბოთი ესალმებიან მას. მერე ვნახეთ სატელევიზიო სიუჟეტი, სადაც ის ძაღლს ასეირნებდა ეზოში და ყველამ დავინახეთ, რომ მეზობლის ძაღლები როგორი ღიმილით და თბილის შეხვედრით ესალმებოდნენ მის ძაღლს და მას შემდეგ, რაც ის გადადგება კომიტეტის თანამდებოდიდან და ამ პოსტსაც დათმობს, მეზობლიც კატებიც აბსოლუტურად სხვანაირად მოიქცევიან. ასე რომ „ქართულ ოცნებაში“ ყოფნა არის სირცხვილი. ამას ამბობენ ადამიანები, შინაური ცხოველები და ვინც, კომიტეტზე ზვიად კვაჭანტირაძის ადგილს დაიკავებს მას მეზობლებიც არ მიესალმებიან, არც ძაღლები და არც კატები და ღმერთმა სიკეთეში შეარგოს ეს კომიტეტი“, - განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.  





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics