|
2019-03-19 15:09:44, 1142 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი ევროკომისარ სესილია მალმსტრომს შეხვდა
ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედებიდან დღემდე მიღწეული კონკრეტული შედეგები და საქართველოს ექსპორტის განვითარების სტრატეგია განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარმა სესილია მალმსტრომმა შეხვედრაზე, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბრისას, პოზიტიურად შეფასდა საქართველოს მთავრობის ინიციატივები ქვეყანაში ბიზნესგარემოს გაუმჯობესების, ეკონომიკური მოდერნიზაციის, ადამიანური კაპიტალის განვითარებისა და პროფესიული განათლების რეფორმის მიმართულებით, ასევე მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდაჭერის კუთხით. აღინიშნა, რომ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედებამ ხელშესახები შედეგები მოიტანა და სულ უფრო იზრდება იმ კომპანიების რიცხვი, რომლებიც ევროკავშირის ბაზარზე საკუთარი პროდუქციის ექსპორტს ახორციელებენ. საუბარი შეეხო პოტენციურ საექსპორტო პროდუქტებს, რომელთა გატანა ევროკავშირის ხარისხის მაღალი სტანდარტების დაკმაყოფილების შემდეგ გახდება შესაძლებელი. შეხვედრისას, იმსჯელეს ევროკომისიის მხარდაჭერით შემუშავებულ საქართველოს ექსპორტის განვითარების სტრატეგიაზე, რომელიც კონკრეტული პროდუქტების ევროკავშირის ბაზარზე განთავსების სამოქმედო გეგმას მოიცავს. პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა მადლობა იმ დახმარებისათვის, რომელსაც საქართველო იღებს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შეთანხმების განხორციელების პროცესში, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობისთვის. მამუკა ბახტაძემ ამ კუთხით გამოყო საფინანსო შეთანხმებები „უნარების განვითარების მხარდაჭერა" და „ეკონომიკური განვითარებისა და ბიზნესის მხარდაჭერა საქართველოში", რომლის ფარგლებშიც საქართველოსთვის გათვალისწინებულია სოლიდური დახმარება.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)