|
2019-03-19 14:17:58, 1203 ნახვა
პოლიტიკა
ბოკუჩავა - უმრავლესობა ცდილობს, საპარლამენტო თანამდებობიდან ჩამოიშოროს ყველა, ვინც კრიტიკულ აზრს გამოხატავს
პარლამენტში დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან ზვიად კვაჭანტირაძის გადაყენების საკითხზე მსჯელობენ, - აღნიშნული დადგენილების პროექტი დეპუტატებს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გააცნო. მისი თქმით, ამ თანამდებობაზე ზვიად კვაჭანტირაძე უმრავლესობის მიერ იყო წარდგენილი და რადგანაც კვაჭანტირაძემ მმართველი გუნდი დატოვა, უმრავლესობამ მისი თანამდებობიდან გადაყენების გადაწყვეტილება მიიღო. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინა ბოკუჩავამ თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება არ შეესაბამება იურუდიულ ნორებს და უმრავლესობა განსხვავებული აზრის მქონე დეპუტატებისთვის სადამჯელო ღონისძიებებს ახორციელებს. „რა იურიდიული საფუძველი აქვს თქვენს ამ გადაწყვეტილებას? ზოგადად, დემოკრატიულ ქვეყნებში, ძალიან ბევრგან, მთელ რიგ წამყვან კომიტეტებში თავმჯდომარეები არიან ოპოზიციის წარმომადგენლები. მე ეს პოზიცია არაერთხელ გამიჟღერებია, მათ შორის, რეგლამენტის ცვლილების დროს და მივმართე ქალბატონ თამარ ჩუგოშვილს ამ ინიციატივით, მაგრამ ეს არ იქნა გათვალისწინებული. ახლა უკვე ვხედავთ, რომ არამხოლოდ ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის არის დახურული კომიტეტის თავმჯდომარეობის შესაძლებლობა, არამედ თქვენი პარლამენტის პირობებში, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც გაბედავს, რომ ოდნავ კრიტიკული აზრიც კი დააფიქსიროს, სადამსჯელო ოპერაციის შედეგად, ჩამოშორებული იქნება ნებისმიერ საპარლამენტო თანამდებობას. ვფიქრობ, რომ ეს თქვენ გაკნინებთ, როგორც პარლამენიტის თავმჯდომარეს, პარლამენტს აკნინებს, როგორც ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს და უბრალოდ სამარცხვინო სიტუაციაში გვაყენებს, სადაც პირდაპირ ბიძინა ივანიშვილის დიქტატის გადაწყვეტილებები უნდა აღასრულოთ თქვენ და ნებისმიერი განსხვავებული აზრი უნდა დასაჯოთ ასეთი ფორმით, რომელსაც არანაირი იურიდიული არგუმენტი და საფუძველი არ გააჩნია. აქ უკვე მოახდინეს ციტირება რეგლამენტის 30-ე მუხლის, შესაბამისად, რეგლამენტის ეს მუხლი ღიად ამბობს იმას, რომ თქვენ არანაირი აკრძალვა კანონის მიხედვით არ გაგაჩნიათ, შესაბამისად, ერთადერთი აკრძალვა არის ბიძინა ივანიშვილი ნება-სურვილი, რომ ამ პარლამენტში ნებისმიერი რაიმე საპარლამენტო თანამდებობა უკავია ბრმად და მონურად ასრულებდეს ყველა მის დაკვეთას“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)