2019-03-19 10:25:21, 1585 ნახვა
ეკონომიკა
დოლარი 2.6840 ლარი ღირს
ლარი დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა, ევროსთან კი, გაუფასურებას განაგრძობს.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი დღეს 2.6840 ლარი ღირს, გუშინ მოქმედი კურსით კი, მისი ფასი 2.6861 ლარი იყო. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0021 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევრო დღეს, 3.0458 ლარი ღირს, გუშინ კი, მისი ღირებულება 3.0407 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0051 ლარი შეადგინა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,