|
2019-03-18 16:00:22, 1187 ნახვა
პოლიტიკა
ბესელია მდინარაძეს - ოჯახური ბიზნესი გაქვს სასამართლოში დალაგებული მიშას დროიდან დღემდე
იურიდიული კომიტეტის სხდომა, მწვავე კამათის ფონზე მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე კანონმდებლები, პარლამენტის თავმჯდომარის და საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ 6 წევრის მიერ მომზადებულ კანონპროექტს განიხილავენ, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების გამწესებისა და შერჩევის წესს ეხება. დეპუტატ ეკა ბესელიას განმარტებით, უმრავლესობის კანონპროექტი არ ვარგა მისით კმაყოფილი არც ერთი ადამიანი, არ არის. „მე რამდენჯერმე დავსი უკვე შეკითხვა და მაინც ვერ მივიღე პასუხი, თუ რამ განაპირობა ის, რომ არცერთ საერთაშორისო გამოცდილებას და არცერთ მოდელს, არცერთ კარგ პრაქტიკას არ დაეფუძნა ეს პროექტი და რაღაცნაირად უპრეცედენტობის ისეთ გზაზე შედგა, რომ არ მოინდომა არცერთი პრინციპის გაზიარება. ვერ ვნახე ვერავინ, ვინც გამოხატა კმაყოფილება ამ კანონპროექტის მიმართ, არავინ კმაყოფილი არ არის, არავი არ ამბობს, რომ ეს არის დემოკრატიული, კარგი და ჯანსაღი, არავინ არ მიესალმება ამას. დაიწერა ექსკლუზიურად ამ პროცესისთვის და არ ეფუძნება არცერთ საერთაშორისო გამოცდილებას. იმიტომაც არის ისეთი, როგორიც არის. ამ კანონპროექტის მიხედვით ერთ მოჯადოებულ წრეში ვტრიალებთ, სადაც ყველა ერთმანეთის ახლობელ-ნათესავია და არანაირი ნდობა ამ პროცესს არ ექნება. ნუ ვატყუებთ ნურავის, თავს თუ ვიტყუებთ. ეს არის ბარიერი იმისთვის, რომ მხოლოდ შიდა წრისთვის არსებობდეს ეს კონკურსი და გარედან არ შემოვიდნენ ადამიანები. ჯერ კიდევ უმრავლესობაში ყოფნის დროს, როდესაც მე ამ თემაზე ვსაუბრობდი, მაშინაც დავსვი მე ეს თემა, რომ გარედან შემოვიყვანოთ ადამიანები უზენაესს სასამართლოში“, - განაცხადა ეკა ბესელიამ. ეკა ბესელიას საუბრის დროს, ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ მამაუკა მდინარაძემ ბესელიას საუბარი შეაწყვეტინა და მისი თავმჯდომარეობით გამართული კომიტეტის ერთ-ერთი ბოლო სხდომა გაიხსენა. „დეკემბერში, როგორი ინტერპრეტაციაც არ უნდა მოვაყოლოთ ახლა ამას, კრიტიკის მთავარი საფუძველი იყო ის, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ყოველგვარი კრიტერიუმებისა და ნორმების გარეშე წარმოადგინა სია და ეს იყო ცუდი. კარგი იქნებოდა ყოფილიყო გარკვეული დათქმები ნორმების სახით და საკანონმდებლო ჩამკეტები. ისე, როგორც ბრძანებთ ხოლმე, ფურცლის ნაგლეჯზე დაწერილი სია ვერ გადმოეგდო ვერავის. შემდეგ როგორ დაუბრუნდა ეს სია, რატომ დაუბრუნდა, კომიტეტის თავმჯდომარე გადადგა თუ არ გადადგა, რომელსაც შეეძლო კომიტეტის სხდომა საერთოდ არ დაენიშნა და არ გადამდგარიყო,“ - განაცხადა მდინარაძემ, რასაც ბესელიას რეპლიკა მოჰყვა, - „მამუკა ახალა თავი დაანებე, ნუ ეთამაშები ამ თემას“. „თქვენ არ გაქვთ მხოლოდ ექსკლუზივი თემებზე ქალბატონო ეკა, ვინ და რას ეთამაშება თქვენთან მოიკითხეთ. თქვენი სუბიექტური ინტერესებიც და რომელ თემებს ეთამაშებით“, - მიმართა მდინარაძემ ბესელიას. „ამ თემას ნუ ეთამაშები მამუკა, შენ არ გაქვს ამის უფლება, შენც იმათ რიგებში ხარ, რომელსაც გინდოდა ამ სხდომის ჩატარება. რომელ სუბიექტურ ინტერესებზე საუბრობ გაბედე და თქვი? ოჯახური ბიზნესი შენ გაქვს სასამართლოში დალაგებული მიშას დროიდან დღემდე. შენ როგორ ლაპარაკობ ამ თემაზე. იმ ადვოკატების ჯგუფში იყავი სანდო ადვოკატებს რომ ეძახდნენ. ახლა მოისმინა საზოგადოებამ სიმართლის მხოლოდ ნაწილი“, -განაცხადა ბესელიამ. მამაუკა მდინარაძის განმარტებით, მას არ ეგონა, თუ ბესელიამ ამ ყველაფერს იკადრებდა.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)