|
2019-03-18 14:01:58, 1106 ნახვა
პოლიტიკა
გრიგოლ ვაშაძე - პარტიას სჭირდება გაცილებით უფრო ეფექტური მართვის სისტემა
პარტიას სჭირდება გაცილებით უფრო ეფექტური მართვის სისტემა და ეს პარტიის ლიდერმა შეიგრძნო ყველაზე სწრაფად, - ამის შესახებ პარტია ,,ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. „ჩემი არჩევა მოხდება თუ არა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ, ამას ყრილობა იტყვის. რაც შეეხება ჩვენი ლიდერის განცხადებას, ნდობისთვის დიდ მადლობა, დანარჩენი ყველაფერი დელეგატების გადასაწყვეტია. მინდა, ხაზი გავუსვა ერთ რაღაცას: უკვე მომესმა განცხადებები, რომ თურმე, სააკაშვილი პარტიიდან მიდის, მაპატიეთ, მაგრამ ეს არის სისულელე, სააკაშვილი ამ პარტიის დამფუძნებელი და ლიდერია და ყველა ის ცვლილება, რომელიც განხორციელდება, მისი ინიციატივით ხდება, იმ მძიმე პოლიტიკურ ვითარებაში, რაშიც შევდივართ, პარტიას სჭირდება გაცილებით უფრო ეფექტური მართვის სისტემა, ეს პარტიის ლიდერმა ყველაზე სწრაფად შეიგრძნო,“ - განაცხადა ვაშაძემ. მისივე თქმით პოლიტსაბჭოს სხდომა ჯერ არაა ჩანიშნული და როცა ჩაინიშნება, ამას მედია პრესსამსახურისგან გაიგებს. „ნაციონალურ მოძრაობას“ სჭირდება ადგილზე ლიდერი, რომელიც დროშას აიტაცებს თქვენთან ერთად. მე პირადად მას დავუჭერდი მხარს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობაზე“, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა facebook-ის საკუთარ გვერდზე ვიდეომიმართვისას განაცხადა. სააკაშვილის განცხადებით, საჭიროა, პარტიის შემადგენლობა შეიცვალოს. მისივე განმარტებით, ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებმა კარგად აჩვენა გაერთიანებული ოპოზციის ერთიანი კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის პოტენციალი.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)