07:06 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-21 15:43:24, 509 ნახვა

საზოგადოება
პატრიარქი სვეტიცხოვლობას „ყოველთა ქართველთა კონგრესის“ მოწვევის ინიციატივით გამოდის

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სვეტიცხოვლობას  „ყოველთა ქართველთა კონგრესის“ მოწვევის ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ უწმინდესმა დღევანდელ საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.

ილია მეორემ   მრევლს მიმართა, უცხოეთში მყოფი ქართველი ნათესავების   სია შეადგინონ.

"დღეს ჩვენ უნდა ვიფიქროთ უფრო მეტზე, უნდა ვიფიქროთ იმ ჩვენს თანამემამულეთა შესახებ, ვინც უცხოეთშია. რა ეშველება მათ?! უცხოეთში ადამიანი ძნელად უძლებს იმ განსაცდელს, რომელსაც ხედავს იქ. რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ იმისთვის, რომ უცხოეთში მცხოვრები ქართველები დავუკავშიროთ სამშობლოს?! ჩვენ გვაქვს სურვილი, რომ სვეტიცხოვლობას, 14 ოქტომბერს, მოვიწვიოთ "ყოველთა ქართველთა კონგრესი" საქართველოში და კიდევ ერთხელ გავახსენოთ ჩვენს სისხლსა და ხორცს, რომ მათი წინაპრები აქ არიან და არ უნდა დაკარგონ კავშირი სამშობლოსთან. მოგმართავთ თქვენ, უპირველეს ყოვლისა, ჩვენ შევადგინოთ სია თქვენი ნათესავების, რომლებიც უცხოეთში არიან და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა დავაკავშიროთ ისინი სამშობლოსთან. ძალიან ბევრია წასული უცხოეთში; მხოლოდ რუსეთში, ალბათ, მილიონზე მეტი. ჩვენ, ასევე, დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ ფერეიდნელ ქართველებს, რომლებიც შაჰ-აბასის დროს წაიყვანეს აქედან. ისინი ელოდებიან ჩვენს დახმარებას. ყურადღება უნდა მივაქციოთ თურქეთში, ევროპაში, ამერიკაში და მთელ მსოფლიოში მცხოვრებ ქართველებს. საქართველო ელოდება თქვენს ჩამოსვლას. როგორც მშობელი დედა, ისე მიგიღებთ თქვენს სამშობლოში. იმედი მაქვს,  ჩვენ შევძლებთ ჩვენი ერის გაერთიანებას",-ბრძანა უწმინდესმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics