07:49 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-21 15:35:31, 717 ნახვა

საზოგადოება
სტიქიის ხუთ ზონაში სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება

სტიქიის ზუთ ზონაში, სვანიძის ქუჩზე, მზიურისა და ზოოპარკის ტერიტორიაზე, ასევე წყნეთის ქუჩასა და წყნეთის გზატკეცილზე სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება.

როგორც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა, დამდგარი წყალი არის რისკი, რომ რაიმე სახის ბაქტერიული ინფექცია განვითარდეს.

მისივე თქმით, ტერიტორიების დეზინფექციის დროს, დაუშვებელია სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართული ადამიანები იყვნენ.

„რისკებისგან მაქსიმალურად უნდა ვიყოთ დაცულები. ბოლო დღეებში მაღალი ტემპერატურა იყო და ამ არეალში დიდი რაოდენობით დამდგარი წყალია, რომელიც ქმნის რისკს, რომ რაიმე სახის ბაქტერიული ინფექცია განვითრდეს. ოღონდ ეს ცხოველების მიწისქვეშ სავარაუდო არსებობასთან დაკავშირებული არ არის“, – აღნიშნა სერგეენკომ.

მინისტრის განცხადებით, გაწმენდითი საუშაოების შემდეგ ამ ტერიტორიებზე არ შეიძლება მოუმზადებელი ადამიანები იყვნენ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics