|
2015-06-21 12:08:05, 531 ნახვა
პოლიტიკა
მარგველაშვილი: როდესაც რუსეთის ნებისმიერ მეზობელ ქვეყანაში დაძაბულობაა, ეს დიდ პრობლემაში გადაიზრდება
"როდესაც რუსეთის ნებისმიერ მეზობელ ქვეყანაში გარკვეული დაძაბულობაა, მაშინ თქვენ უკვე შეგიძლიათ იფიქროთ, რომ ეს დიდ პრობლემაში გადაიზრდება,"-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა GLOBSEC-ის ფორუმის ფარგლებში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში უსაფრთხოების პრობლემებისადმი მიძღვნილ სესიაზე განაცხადა. „რუსი პოლიტიკოსები ძალიან მკაფიო მესიჯს აგზავნიან. ძირითადად საუბარია მეზობელ ქვეყნებთან რუსეთის დამოკიდებულებაზე. იგი მათ განიხილავს, როგორც თავიანთ „ტერიტორიულ საკუთრებას,“ სადაც სამხედრო ძალების გამოყენების გზით მკაცრი მოქმედების უფლება აქვს და რეაგირებას ახდენს ამ ქვეყნებში ნებისმიერი სახის დაძაბულობაზე, რაც არა მხოლოდ ხელს უშლის საკითხის გადაწყვეტას, არამედ უფრო მეტ პრობლემებსა და საფრთხეებს უქმნის რეგიონის მომავალს; მეტიც, სირთულეები მოაქვს თავად რუსეთისთვისაც",-აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)