2019-03-15 14:10:00, 1573 ნახვა
სამართალი
გომბორი-თბილისის გზაზე ავტოავარიას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა
გომბორი-თბილისის დამაკავშირებელ გზაზე ავტოავარიას ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.
შუამთის ტყესთან ჯიპი სატვირთოს შეეჯახა, რის შედეგადაც, მსუბუქი ავტომობილის მძღოლი გარდაიცვალა.
ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია).
ავტორი: ,