|
2019-03-15 12:56:41, 1291 ნახვა
პოლიტიკა
კახიძე - „ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანი“ ივანიშვილთან არის გარიგებაში
„სამწუხაროდ, ის შანსი და მანდატი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო 2012 წელს, სასამართლო სისტემაში არსებული ვითარება, კერძოდ, სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის არარსებობა, რომელიც მემკვიდრეობით გადაეცა „ქართულ ოცნებას“, არ გამოასწორა“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ოთარ კახიძემ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. პარლამენტში უმცირესობაში შემავალი ფრაქციების მიერ წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესთან დაკავშირებულ კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს. „ჩვენ გვაქვს დღეს საკმაოდ მძიმე ვითარება მართლმსაჯულების სექტორში, სასამართლოს მიმართ საზოგადოების ნდობა არის მინიმუმამდე დაყვანილი. ჩვენ სახეზე გვაქვს სასამართლო კორპუსის მართვა ერთი კონკრეტული „კლანის“ მიერ. პირობითად ამ კლანს „ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანს“ უწოდებენ. ეს კლანი არის გარიგებაში საქართველოს ხელისუფლებასთან, კერძოდ, მის არაფორმალურ მმართველთან, პარტიის თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან და ეს ეს კლანი უზრუნველყოფს მთლიანად მართლმსაჯულების სისტემის მორჩილებას პოლიტიკური ხელმძღვანელობისადმი. ეს არის ის რეალობა, რომელიც ჩვენ გვაქვს. სამწუხაროდ, ის შანსი და მანდატი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო 2012 წელს, სასამართლო სისტემაში არსებული ვითარება, კერძოდ, სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის არარსებობა, რომელიც მემკვიდრეობით გადაეცა „ქართულ ოცნებას“, არ გამოასწორა. სასამართლო რეფორმის ე.წ. ტალღების შედეგად ჩვენ მივიღეთ კიდევ უფრო მძიმე ვითარება, ჩვენ უკვე დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სასამართლო რეფორმამ განიცადა სრული კრახი. მათ შორის, ვერ მოხერხდა სასამართლო ხელისუფლების აღჭურვა რეალური დამოუკიდებლობის გარანტიებით, ჩავარდა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს რეფორმა და სასამართლოში დაბრუნდა ავადსახსენებელი კორუფცია, რომელიც 2012 წლის მდგომარეობით არ წარმოადგენდა პრობლემას მართლმსაჯულების სისტემაში“, - განაცხადა ოთარ კახიძემ. ცნობისთვის, პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესთან დაკავშირებული კანონპროექტების განხილვა დაიწყო. აღნიშნულთან დაკავშირებით საკუთარი ინიციატივა „ქართულ ოცნებას“, „ევროპულ საქართველოს“ და ეკა დეპუტატ ეკა ბესელიას აქვს.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)