2019-03-14 17:01:22, 1491 ნახვა
ეკონომიკა
დოლარი ხვალ 2.6864 ლარი ეღირება
ლარი დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა, ევროსთან კი, ისევ გაუფასურდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ 2.6864 ლარი ეღირება, დღემდე მოქმედი კურსით კი, მისი ფასი 2.6872 ლარი იყო. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0008 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევრო ხვალ, 3.0372 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი ღირებულება 3.0349 ლარს შეადგენს. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0023 ლარი შეადგინა.
ავტორი: ,