|
2019-03-14 14:02:40, 1338 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოსა და ტაჯიკეთს შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდება
„ტაჯიკური მხარე დაინტერესებულია საქართველოსთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებით, რისთვისაც მნიშვნელოვანია სატრანსპორტო კავშირების გაუმჯობესება სხვადასხვა მიმართულებით“, - ამის შესახებ ტაჯიკეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის სამინისტროს წარმომადგენლებმა საქართველოში ვიზიტის დროს ქართველ კოლეგებთან განაცხადეს. ტაჯიკეთის დელეგაციასთან გამართულ შეხვედრებში საქართველოს მხრიდან ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, აკაკი საღირაშვილი, ასევე სამინისტროს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის და სსიპ „სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს“ წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. მხარეებმა ძირითადად განიხილეს ტაჯიკური მხარის დაინტერესება საქართველოს გავლით სატრანზიტო გადაზიდვების განხორციელების შესახებ. როგორც აღინიშნა, ტაჯიკური მხარე დაინტერესებულია მომავალში უფრო აქტიურად გამოიყენოს საქართველოს სატრანსპორტო შესაძლებლობები, მათ შორის საქართველოს ნავსადგურები. დელეგაციამ ვიზიტის ფარგლებში ასევე მოინახულა თბილისის გაფორმების ეკონომიკური ზონა და დაინტერესება გამოხატა, გაიზიაროს საქართველოს გამოცდილება საბაჟო მიმართულებით. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც მოლაპარაკებები გაიმართა, ,,საქართველოს მთავრობასა და ტაჯიკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების“ პროექტი იყო. შეხვედრის ფარგლებში შეთანხმდა პროექტის მთლიანი ტექსტი და მხარეთა დელეგაციების ხელმძღვანელებმა განახორციელეს მისი პარაფირება. შეხვედრის დასრულების შემდეგ გაფორმდა შესაბამისი ოქმი, სადაც დაფიქსირდა, რომ მხარეები შესაძლო მოკლე ვადაში განახორციელებენ შეთანხმების პროექტის ხელმოწერისთვის აუცილებელ შიდასახელმწიფოებრივ პროცედურებს. როგორც შეხვედრაზე ითქვა, შეთანხმების გაფორმება ხელს შეუწყობს საქართველოსა და ტაჯიკეთის რესპუბლიკას შორის სამგზავრო და სატვირთო გადაზიდვების მოცულობების გაზრდისა და ურთიერთსასარგებლო ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას. შეთანხმების პროექტით განსაზღვრულია სატვირთო გადაზიდვების განხორციელება ორმხრივ, სატრანზიტო ან მესამე ქვეყნებში/ქვეყნებიდან მიმოსვლაში კვოტირებული ნებართვების საფუძველზე, რომელთა რაოდენობასაც მხარეები განსაზღვრავენ შეთანხმების საფუძველზე და აღნიშნულ ნებართვის ბლანკებს გაცვლიან ერთმანეთში. შეთანხმება ასევე ითვალისწინებს ხელშემკვრელ მხარეებს შორის საავტომობილო გადაყვანა/გადაზიდვასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების დარეგულირებას, რაც ხელს შეუწყობს საქართველოსა და ტაჯიკეთის რესპუბლიკის გადამზიდველებს თავიანთი საქმიანობის განხორციელებაში.
(NS)
დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებმა საქართველოს პროკურატურას მიმართეს
„თეგეტა“ ბიზნესისთვის - კომპანიამ სადისტრიბუციო სექტორს ფლიტ მენეჯმენტის ახალი სტანდარტი წარუდგინა
ფაშინიანი - დღის წესრიგშია საქართველოსთან დელიმიტაციის დასრულების საკითხიც
ხელისუფლების მიერ არჩეული კურსი ქვეყანას აშორებს ევროკავშირის გზას - ევროკავშირის წარმომადგენლობა
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)