05:28 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-20 17:06:13, 599 ნახვა

საზოგადოება
შს მინისტრი სტიქიის დროს დაღუპული მეხანძრე-მაშველის დაკრძალვას დაესწრო

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური კასპის რაიონ სოფელ აღაიანში სტიქიის დროს დაღუპული შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სახანძრო-სამაშველო სამსახურის 1-ლი სახანძრო-სამაშველო ნაწილის უმცროსი ინსპექტორის, მეხანძრე-მაშველის ზურაბ მუზაშვილის დაკრძალვას დაესწრო და ოჯახს მიუსამძიმრა.

„მინდა პირველ რიგში მივუსამძიმრო ზურას ოჯახს. ის იყო ჩვენი შს სამინისტროს დიდი ოჯახის წევრი. ის ღვარცოფის მოვარდნის მომენტიდან ადგილზე იმყოფებოდა და 7 ადამიანი გადაარჩინა, თუმცა სამწუხაროდ, თვითონ ვეღარ შეძლო გამოსვლა და დაიღუპა. ეს ადამიანი საქართველოს ნამდვილი გმირია. მინდა მადლობა გადავუხადო პოლიციის იმ თანამშრომლებს, ვინც მონაწილეობდა სამაშველო სამუშაოებში, ასევე თავდაცვის სამინისტროს ბიჭებს, ვინც წვლილი შეიტანა ადამიანების გადარჩენაში", - განაცხადა შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა.

დაკრძალვას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი მინდია ჯანელიძე, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორი ზვიად ქაწაშვილი და სხვა ხელმძღვანელი პირები.

პრემიერ-მინისტრმა ზურაბ მუზაშვილი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოჩენილი თავდადებისთვის სიკვდილის შემდეგ დააჯილდოვა. ღარიბაშვილმა სახელმწიფო ჯილდო „სამოქალაქო თავდადებისთვის“ მაშველის მამას გადასცა.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის 13 ივნისს, თბილისში, მდინარე ვერეს ხეობაში წარმოქმნილი წყალდიდობის დროს, ზურაბ მუზაშვილმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას შვიდი მოქალაქე და თავისი მეწყვილე გადაარჩინა. მაშველმა სტიქიის დროს სამი ადამიანი და მათთან ერთად თავისი მეწყვილე გადაარჩინა, სამაშველო ოპერაციის დასრულების შემდეგ კი, დისლოკაციის ადგილისკენ დაბრუნებისას წყალში შეამჩნია სამარშრუტო ტაქსი, ოთხი მგზავრით. მან ოთხივე მოქალაქე უსაფრთხო ადგილას გამოიყვანა, თუმცა თვითონ ვეღარ მოახერხა თავის გადარჩენა და გარდაიცვალა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics