05:17 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-14 10:12:13, 1465 ნახვა

სამართალი
„ყელზე თოკის კვალი აღენიშნება“ - ირაკლი კვარაცხელიას ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდა

ოკუპირებულ გალის რაიონში გარდაცვლილ ირაკლი კვარაცხელიას ცხედარს სამხარაულის სახელობის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზა ჩაუტარდა.

ექსპერტიზა 5 საათზე მეტ ხანს მიმდინარეობდა.

საბოლოო დასკვნამდე ცხედრიდან აღებული ნიმუშების ლაბორატორიული კვლევა უნდა ჩატარდეს.

ექსპერტიზის ცენტრ „ალტერნატივას“ ექსპერტმა ირაკლი თოიძემ განაცხადა, რომ გარდაცვლილს ყელზე თოკის კვალი აღენიშნება.

„არის თოკის ჩანართები, მეტი დაზიანებები ფაქტიურად არ არის და დამატებითი გამოკვლევების შემდეგ დადგინდება უფრო მეტი. დაზიანებები რაც ყელზე იყო, უმნიშვნელოა და სიცოცხლის დროინდელია თუ სიკვდილის შემდეგ განვითარებული, ამის დასადგენად ლაბორატორიული კვლევისთვის ავიღეთ ნაჭდები. რაც შეეხება შინაგან ორგანოებს ისინი ცხედრიდან ამოღებული, შემდეგ კი უკან ჩაბრუნებულია. თვითმკვლელობაა თუ მკვლელობა, ეს არის გამოძიების დასადგენი“, - განაცხადა ირაკლი თოიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს მოქალაქე ირაკლი კვარაცხელია გალში ე.წ. საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით 10 მარტს დააკავეს. ადგილობრივები აცხადებენ, რომ კვარაცხელიასა და ე.წ. მესაზღვრეებს შორის შელაპარაკება მოხდა, რის შემდეგაც მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. რაც შეეხება ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო უშიშროების სამსახურს, ისინი ირწმუნებიან, რომ კვარაცხელიამ თავი ჩამოიხრჩო. აღსანიშნავია, რომ გარდაცვლილის ნათესავები თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავენ. ირაკლი კვარაცხელიას ცხედარი საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გუშინ საღამოს გადმოასვენეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics