2019-03-14 10:02:38, 1528 ნახვა
ეკონომიკა
დოლარი 2.6872 ლარი ღირს
ლარი დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა, ევროსთან კი, ისევ გაუფასურდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი დღეს 2.6872 ლარი ღირს, გუშინ მოქმედი კურსით კი, მისი ფასი 2.6877 ლარი იყო. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0005 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევრო დღეს, 3.0349 ლარი ეღირება, გუშინ კი, მისი ღირებულება 3.0285 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0064 ლარი შეადგინა.
ავტორი: ,