|
2019-03-13 22:44:48, 4782 ნახვა
პოლიტიკა
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ხელისუფლებას ლგბტქ ადამიანების უფლებების გამო მწვავედ აკრიტიკებს
საქართველოს სამართალდამცველ ორგანოებს სექსუალური იდენტობის გამო ჩადენილ დანაშაულებთან საბრძოლველად გამოცდილება არ ყოფნით, - ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მსოფლიოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის დასკვნაშია ნათქვამი. სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოში ლგბტქ ადამიანები სექსუალური იდენტობის გამო თავდასხმის მსხვერპლნი ხშირად ხდებიან, თუმცა სამართალდამცველები არსებულ კანონს პრაქტიკაში არ იყენებენ. სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ხაზგასმულია ის ფაქტი, რომ საქართველოში ტრანსსექსუალ ქალებს არ შეუძლიათ, დოკუმენტში სასურველი სქესის ჩაწერა, რადგან კანონმდებლობა ამას არ ითვალისწინებს. "ლგბტქ ადამიანები ხდებიან სისტემური ძალადობის, შევიწროვების და შეუწყნარებლობის მსხვერპლები. წლის განმავლობაში ლგბტქ ადამიანებზე თავდასხმის ცნობები ვრცელდებოდა, ამ შემთხვევების უმრავლესობის გამოძიება ხელისუფლებამ დაიწყო, თუმცა სასამართლომ დამამცირებელი გადაწყვეტილება გამოიტანა. სამართალდამცავ ორგანოებს სიძულვილის დანაშაულის გამოძიების გამოცდილებია არ აქვთ, ამიტომ ხელისუფლებამ ლგბტქ ადამიანების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები სათანადოდ არ გამოიძია. სამართალდამცველები თავის მოვალეობას პირნათლად არ ასრულებდნენ", - ნათქვამია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში. დეპარტამენტს პრობლემატურად ესახება ის საკითხიც, რომ ლგბტქ ადამიანებზე სისტემატურად ხორციელდება თავდასხმები ოჯახში და საზოგადოებრივ ადგილებში, ხოლო ხელისუფლებას არ შეუძლია, ეს თავდასხმები შეაჩეროს. ანგარიშში ხაზგასმითაა ნათქვამი, რომ არაეფექტურმა ანტიდისკრიმინაციულმა პოლიტიკამ ლგბტქ ადამიანების ხელისუფლებისადმი უნდობლობა გამოიწვია. აღნიშნულია ასევე სიძულვილის ენა, რომელსაც პოლიტიკოსთა და სახელმწიფო მოხელეთა ნაწილი იყენებს. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში განხილულია წინა წლებში სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი რეზონანსული დანაშაულებები და ასახულია ხელისუფლებისადმი მოწოდება, ისინი გამოიძიოს.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)