05:17 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-13 13:41:45, 1524 ნახვა

სამართალი
„დანამდვილებით შეიძლება იმის თქმა, რომ ცემით მოკლეს“ - ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების ახალი დეტალები

ოკუპირებულ ტერიტორიაზე, გალის რაიონში გარდაცვლილის ახლობელი მიიჩნევს, რომ ირაკლი კვარაცხელია რუსმა სამხედროებმა ცემით მოკლეს.

როგორც გარდაცვლილის ახლობელი "რუსთავი 2"-თან საუბარში იხსენებს, კვარაცხელია სოფელ თაგილონისა და ნაბაკევის საოკუპაციო ხაზთან, გასულ კვირას დააკავეს, რა დროსაც რუს ოკუპანტებთან შელაპარაკება მოუვიდა. მისივე თქმით, სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ, ირაკლი კვარაცხელია რუსების ბაზაზე გადაიყვანეს, სადაც მას, სავარაუდოდ ფიზიკურად გაუსწორდნენ. 

„მანქანა მოვიდა ჩასვეს მანქანაში და წაიყვანეს. შელაპარაკება მოუვიდათ, ცოტა ნასვამი იყო საწყალი ბიჭი, იყო ბაზაზე. იქ ცუდად გახდა ექთნები მიუყვანეს, დახმარება გაუწიეს, მაგრამ ექთნები  ვერაფრით დაეხმარებოდნენ. რუსების ბაზაზეა გარდაცვლილი, შეიძლება კი არა დანამდვილებით შეიძლება იმის თქმა, რომ სცემეს. ძალიან ხშირია ასეთი ფაქტები, სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ რუსები ფიზიკურ ძალადობაზე გადადიან, მაგრამ ამის თაობაზე არავის მიუწოდებია საქართველოს ხელისუფლებისთვის ინფორმაცია და არ არის ცნობილი", - განაცხადა გარდაცვლილის ახლობელმა. 

ადგილობრივების თქმით, 29 წლის მამაკაცს დაზიანებები თავისა და ზურგის არეში ჰქონდა მიყენებული.

„გავიგე მოუკლავთ საწყალი ბიჭი. ექიმები რომ მოუყვანიათ, მკვდარი ყოფილა. ნაცემი იყო ზურგის მხარეს, ტვინის მხარეს. რუსების ბაზაზე მოხდა ეს. ზუგდიდში გადმოსვლას ცდილობდა და დაუკავებიათ. უცემიათ და ალბათ შემოაკვდათ. ექიმები რომ მისულან, უთქვამთ, რომ ჩვენ ვერაფერს ვუშველითო“, - აცხადებს ადგილობრივი მკვიდრი. 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics