03:35 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-20 13:21:34, 621 ნახვა

სამართალი
შსს: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში პოზიტიურად აისახა ტერორიზმთან ბრძოლის კუთხით საქართველოსთან თანამშრომლობის გაგრძელება

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ტერორიზმის შესახებ 2014 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საქართველოში ტერორიზმთან ბრძოლის კუთხით განხორციელებულ ღონისძიებებზეცაა საუბარი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ცნობით, ანგარიშში პოზიტიურად აისახა ტერორიზმთან ბრძოლის კუთხით საქართველოს მიერ ამერიკის შეერთებულ შტატებთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელება, საქართველოს პრემიერ–მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან ე. წ. „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მებრძოლი გლობალური კოალიციის ურყევი მხარდაჭერა, ე. წ. „უცხოელი ტერორისტი მებრძოლების“ ფენომენთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობის სრულყოფისკენ გადადგმული ნაბიჯები, თურქეთთან სახელმწიფო საზღვარზე დოკუმენტების უსაფრთხოების ზომების გაძლიერება, ტერორისტული დანაშაულების კრიმინალიზაციის გაფართოება და დახვეწა, ექსტრემალური სიტუაციების მართვის ოპერატიული შტაბის შექმნა, ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებზე უწყებათაშორისი კოორდინაციის გაუმჯობესება, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედების მიზნით სასაზღვრო უსაფრთხოების გაძლიერებისკენ გადადგმული ნაბიჯები, მათ შორის ბიომეტრიული პასპორტების გაცემა, გაეროს მიერ ტერორისტების წინააღმდეგ დაწესებული სანქციების იმპლემენტაცია და სანაპირო დაცვის გაძლიერება.

შსს-ს ცნობით, ამერიკის მხარე მიესალმება 2014 წლის მარტში საქართველოს მთავრობის მიერ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის დამტკიცებას.

ანგარიშში ამერიკის მხარე აგრეთვე ხაზგასმით აღნიშნავს რეგიონალური და ორმხრივი საერთაშორისო თანამშრომლობის ფორმატებში საქართველოს მონაწილეობას და კონტრტერორიზმის საკითხებში თანამშრომლობის გაფართოებასა და გაძლიერებას. ამასთან, ანგარიშში დადებითად შეფასდა რადიკალიზაციისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის პრევენციის მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ზომები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics