|
2019-03-12 14:29:02, 1152 ნახვა
პოლიტიკა
სოფო კილაძე ბუნდესტაგის შრომისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
სოფო კილაძე ბუნდესტაგის შრომისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრს, დოქტორ მატიას ბარტკეს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებები. მათ შორის, დასაქმების აქტიური სახელმწიფო პოლიტიკის გერმანული გამოცდილება და ამ კუთხით გერმანიის საკანონმდებლო სიახლეები. საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ გერმანელ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია დასაქმების საპილოტე პროექტის შესახებ, რომელიც ნაძალადევის რაიონში, მის სამაჟორიტარო ოლქში გერმანული ფრიდრიხ-ებერტის ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად. პროექტის ფარგლებში მომზადდება დასაქმების სახელმწიფო მექანიზმის საპილოტე ვერსია, რომლის საფუძველზე ნაძალადევის ოლქში გადამზადდებიან და დასაქმდებიან სამუშაოს მაძიებლები. პროექტის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ის გავრცელდება მთელს საქართველოზე. სოფო კილაძემ აღნიშნა, რომ ამ კუთხით გერმანიის გამოცდილება არის ძალიან მნიშვნელოვანი. მხარეები შეთანხმდნენ მჭიდრო თანამშრომლობაზე ამ მიმართულებით. შეხვედრა შედგა საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან პარლამენტის წევრები დავით მათიკაშვილი, ვანო ზარდიაშვილი და ირაკლი მეზურნიშვილი. ვიზიტი ხორციელდება გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქათველოს საელჩოს მხარდაჭერით.
(NS)
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)