|
2019-03-12 13:29:05, 3259 ნახვა
მსოფლიო
„მე დანიელ ორტეგა მაუპატიურებდა“ - ნიკარაგუას პრეზიდენტის გერის ისტორია
ნიკარაგაუას პრეზიდენტის გერი ქალიშვილი ნარვეს მურილიო დანიელ ორტეგას მიერ განხორციელებულ სექსუალურ ძალადობაზე 21 წლის შემდეგ ისევ ალაპარაკდა. ქალთან ინტერვიუ ბრიტანულმა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა [BBC] ჩაწერა. როგორც მურილიო BBC-სთან ინტერვიუში იხსენებს, ორტეგამ მასზე პირველად 1977 წელს იძალადა, მაშინ ის 9 წლის იყო.
"12 წლის განმავლობაში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ვიყავი. ერთადერთი რაც მინდოდა, რომ ეს ყველაფერი ერთხელ და სამუდამოდ დასრულებულიყო. ორტეგამ ჩემზე პირველად 1977 იძალადა, მაშინ 10 წლისაც არ ვიყავი. იმ პერიოდში დანიელ ორტეგა იყო სანდინიტური, რევოლუციური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. ეს პარტიზანული მოძრაობა ნიკარაგუაში დიქტატურის წინააღმდეგ იბრძოდა. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ხელს მკიდებდა, არღვევდა ჩემს პირად სივრცეს, მაშინ როცა მე ჯერ კიდევ პატარა ვიყავი. იმისათვის, რომ როგორმე თავი დამეცვა, ვცდილობდი ღამე ლოგინში არ მემოძრავა, თითქოს მეძინა. მალევე მივხვდი, რომ მას ვერ შევაჩერებდი. 1979 წელს დიქტარორი სომოსა სანდინიტურმა ფრონტმა ჩამოაგდო თანამდებობიდან. დანიელ ორტეგა მთავრობის ხელმძღვანელი გახდა. სექსუალურ ძალადობას ყოველთვის თან ახლავდა ფსიქოლოგიური ზეწოლაც. როცა მაუპატიურებდა, მეუბნებოდა, რომ "ამისთვის" უკვე მზად ვიყავი, რადგან ჩემი სხეული ჩამოყალიბებული იყო. მაიძულებდა დამეჯერა, რომ ყველაფერი რაც ხდება - "ჩემი ბრალია", ამიტომ დედაჩემს ვერაფერს ვეუბნებოდი. ერთხელ გავიგე, როგორ ეჩხუბებოდა დედაჩემი ორტეგას იმ ყველაფრის გამო რაც ხდებოდა. გამოდის, რომ ყველაფერი იცოდა, თუმცა არ იცოდა, როგორ შეეჩერა მოძალადა. 1998 წელს საჯაროდ განვაცხადე სექსუალური ძალადობის შესახებ, თუმცა დანიელ ორტეგამ და დედაჩემმა ბრალდებები უარყეს", - იხსენებს მურილიო. მაშინ ორტეგამ განაცხადა, რომ თავისი პოლიტიკური კარიერის გამო უამრავი ბრალდების და მანიპულაციის მსხვერლი გამხდარა. "ეს კიდევ ერთი შეთქმულებაა ჩემს წინააღმდეგ", - განაცხადა ნიკარაგუას პრეზიდენტმა 1998 წელს ჟურნაისტებთან საუბარში. მურილიო იხსენებს, რომ სასამართლომ საქმე ხანდაზმულობის გამო არ განიხილა.
DRI: კრიტიკული მედიისთვის სახელმწიფო საგადასახადო ინსტრუმენტს შერჩევითად იყენებს
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
სასამართლომ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის სარჩელზე საქმის წარმოება შეწყვიტა
პენიტენციური: რატიანის კომუნიკაცია სხვა მსჯავრდებულებთან შესაძლოა, გარკვეულ რისკს შეიცავდეს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


მან ორტეგა სექსუალურ ძალადობაში პირველად 1998 წლის მარტში დაადანაშაულა, როცა მედიასთან საჯარო განცხადება გააკეთა. ქალისთვის დიდი დარტყმა აღმოჩნდა, რომ დედამ ტყუილში დაადანაშაულა და როგორც თვითონ ამბობს "მოძალადის მზარეს დადგა".
"მას შემდეგ ამბობდნენ, რომ გავგიჟდი, ამბობდნენ, რომ ვიტყუები, რომ ნიმფომანი ვარ, ვარ პოლიტიკური შეთქმულების მონაწილე, ვარ ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის აგენტი. მათ იმაშიც კი, დამადანაშაულეს, რომ საკუთარ შვილებს ვერ ვუვლიდი. დანიელ ორტეგა სასამართლოს წინაშე მხოლოდ 3 წლის შემდეგ, 2001 წელს წარსდგა. ის სასამართლო სისტემაზე სრულ კონტროლს გრძნობდა. სასამართლომ საქმე წარმოებაში არ მიიღო, ფაქტის განდაზმულობის გამო. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ორტეგა უდანაშაულო იყო. ჩემთვის ის მუდამ იქნება მოძალადე, ხოლო დედაჩემი მისი თანამზრახველი ქალი", - ჰყვება ნარვეს მურილიო.



epn.ge (@expressnews.ge)