|
2019-03-12 12:03:10, 3897 ნახვა
სხვადასხვა
ბრიტანელებს წარწერა „иди на х**“ ქართული ეგონათ - მაღაზიამ გვასალიას ჰუდი გაყიდვიდან ამოიღო
ბრიტანულმა მაღაზია Harrods-მა Vetements-ის ფირმის ჰუდი გაყიდვებიდან მას შემდეგ ამოიღო, რაც აღმოაჩინა, რომ მასზე უცენზურო წარწერა იყო განთავსებული, - ამის შესახებ Mirror იუწყება. მაღაზიის კონსულტანტებს თვალი Financial Times-ის ჟურნალისტმა მაქს სედონმა აუხილა. ჟურნალისტმა Twiiter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ რეალურად ჰუდიზე განთავსებული წარწერა არის რუსულ ენაზე და მისი მიახლოებული თარგმანიც მიუთითა. მანამდე Harrods-ი ჰუდის 680 ფუნტად ყიდიდა (დაახლოებით 2,363 ლარი) და საიტზე, ანოტაციაში ეწერა, რომ მასზე ქართული წარწერაა განთავსებული და ის "ფირმის უკომპრომისო დამოკიდებულებას გულისხმობს". გაუგებარია, რატომ მიიჩნევდნენ მანამდე მაღაზიაში, რომ ჰუდიზე ქართული ასოები ეწერა. აღსანიშნავია, რომ ამ წარწერით პირველად არ გაღიზიანებულან. თებერვალში ჰუდის ფოტო Instagram-ზე გავრცელდა და иди на х**-ზე რუსი მომხმარებლები გაბრაზდნენ. მათ ფოტოსთან დაკავშირებით აგრესია გამოიჩინეს და დემნა გვასალიას შეურაცხყოფას აყენებდნენ.
შსს: ინფორმაცია, რომ ქვეყანაში ერთ დღეში 20 000 რუსეთის მოქალაქე შევიდა, დეზინფორმაციაა
მდინარაძე ღარიბაშვილზე - როდესაც კორუფციას ასე უკომპრომისოდ დავუპირისპირდით, იმისთვისაც მზად ვართ, რომ მსგავსი ბრალდებები იქნება
რუსეთის საბაჟო სამსახური: ზემო ლარსის გავლით მგზავრთა ნაკადმა რეკორდი მოხსნა
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)