06:09 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-12 11:07:22, 1096 ნახვა

პოლიტიკა
ვოლსკი - თემა, რომელზეც წულუკიანი საუბრობს, შესაძლოა, იუსტიციის სამინისტროდან პენიტენციური სამსახურის გასვლას უკავშირდება

თემა, რომელზეც წულუკიანი საუბრობს, შესაძლოა იუსტიციის სამინისტროდან პენიტენციური სამსახურის გასვლას უკავშირდება, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის სავარაუდოდ პოსტის დატოვების შესახებ პარლამენტი დამატებით ინფორმაციას არ ფლობს.

„ზოგი ულტიმატუმად აფასებს, ზოგი გაბრაზებად, ზოგი მის პიროვნულ ხასიათს უკავშირებს, მაგრამ ფაქტია, რომ თემა, რომელზეც საუბრობს,  საზოგადოების საყურადღებოდაა გამოტანილი. თემასთან დაკავშირებით არაფერს მალავს, მთავრობაში ღიად საუბრობს, რაც მისასალმებელია. პარლამენტს ამის შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ გვაქვს.  არსებული ინფორმაციით, ეს იუსტიციის სამინისტროდან პენიტენციური სამსახურის გასვლას უკავშირდება. ეს არ არის რღვევის პროცესი, რღვევა სულ სხვა რამეა. ჩვენთან არის აზრთა სხვადასხვაობა, საკითხებზე დაპირისპირება. უმრავლესობიდან წევრების გასვლა რეალურია და სახეზეა, მაგრამ სიტყვა რღვევა საკმაოდ მძიმეა“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, თეა წულუკიანმა გუშინ იუსტიციის მინისტრის თანამდებობის დატოვება არ გამორიცხა. მისი თქმით, რამდენიმე დღის წინ გაჩნდა თემა, რომელიც იუსტიციის სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში გადასაწყვეტი საკითხია. „არ გადავმდგარვარ, მაგრამ თუ ჩემი პოზიცია არ იქნება გაზიარებული, რომელიც იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილების ფარგლებში გადასაჭრელ თემას ეხება, მაშინ გვერდზე გავიწევი“.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics