|
2019-03-11 19:44:59, 1398 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიშვილი - 2005 წელთან შედარებით, პუტინი მეზობლების მიმართ გაცილებით აგრესიულია
მე არ ვსაუბრობ რუსულად, ლავროვთან პირისპირ შეხვედრისას ინგლისურ ენას ვიყენებდი, - ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ლიეტუვის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში ჟურნალისტის შეკითხვას, იყენებდა თუ არა რუსულ ენას დიპლომატიური კარიერის დროს. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, 2005 წელთან შედარებით ვლადიმერ პუტინის პოლიტიკა, მეზობელი ქვეყნების მიმართ, ბევრად აგრესიულია. „პირველ რიგში, მე ბატონ ლავროვთან ვიყენებდი ინგლისურ ენას პირისპირ შეხვედრისას და ქართულ ენას ოფიციალური მოლაპარაკებების დროს და ეს შესანიშნავი იყო. ვფიქრობ ის, რომ მე არ ვსაუბრობდი ენაზე, რომელიც საბჭოთა სივრცეს აერთიანებდა, იყო ნეიტრალური პატივისცემის ერთ-ერთი მიზეზი.ეს იყო იმ ატმოსფეროს ნაწილი, რომელიც არსებობდა. თუმცა 2005 წელსა და დღევანდელობას შორის ძალიან დიდი განსხვავებაა. მე ვიტყოდი, რომ პუტინი იგივე აღარ არის, როგორიც მაშინ იყო. ის გაცილებით უფრო აგრესიულია მეზობლების მიმართ; რუსეთის ლიდერების ოფიციალური პოლიტიკური განცხადებები სხვადასხვა დონეზე ასევე გაცილებით აგრესიულია. ასე რომ, დღეს ჩვენ ვერ ვხედავთ ვერაინაირ შესაძლებლობას, რომ დავუბრუნდეთ მოლაპარაკებების რაიმე ფორმას, რომელიც გვჭირდება“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ამასთან, მისივე თქმით, დეოკუპაციასთან ბრძოლა მხოლოდ მშვიდობიანი მეთოდებით არის შესაძლებელი. „ჩვენ გვჭირდება მუშაობა დეოკუპაციაზე, ჩვენი ტერიტორიების განთავისუფლებაზე, რაც შესაძლებელია მხოლოდ მშვიდობიანი მეთოდებით. რადგან ჩვენ არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები, ჩვენ არ ვესაუბრებით ბატონ პუტინს და სხვებს, ჩემი მიმართვა ჩვენი პარტიორების მიმართ ის არის, რომ განახორციელონ ზეწოლა ისე, რომ რუსეთი დაუბრუნდეს მის მიერ ადრე აღებული ვალდებულებების შესრულებას და პატივი სცეს მეზობლების ტერიტორიულ მთლიანობას. რასაკვირველია, ეს დაუყოვნებლივ არ შეცვლის რუსეთის პოლიტიკას, ჩვენ ასე გულუბრყვილოდ არ ვფიქრობთ, მაგრამ როგორც ჩვენი საუბრის დასაწყისში აღვნიშნე, მოვლენები ამ სამყაროში ძალიან სწრაფად იცვლება და შესაძლოა მოვიდეს ის დრო, როდესაც სიტუაცია შეიცვლება. ამ დროისთვის ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ეს მუდმივი ზეწოლა და შევახსენოთ რუსეთს მისი ვალდებულებები“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)