|
2019-03-11 19:30:37, 1305 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი - პოლიტიკური კულტურის თვალსაზრისით, ჩვენ ჯერ კიდევ პოსტსაბჭოთა პერიოდში ვართ
„პოლიტიკური კულტურის თვალსაზრისით ჩვენ ჯერ კიდევ სადღაც ვართ, არა პოსტსაბჭოთა საზოგადოებაში, მაგრამ სადღაც პოსტ პოსტსაბჭოთა პერიოდში“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ლიეტუვის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველომ არ უნდა დაკარგოს ის დამახასიათებელი და გამორჩეული თვისება, როგორიცაა ტოლერანტობა. „ ჯერ კიდევ არ ვართ შეუწყნარებლობის მიღმა, რაც ძალიან დამახასიათებელი იყო საბჭოთა სისტემისთვის და საბჭოთა მენტალობის მემკვიდრეობას წარმოადგენს. საზოგადოება ძალიან ინდივიდუალისტურია და შეუწყნრაებელია სხვების მიმართ, მე ვიტყოდი, რომ ეს განსაკუთრებით საზიანოა საქართველოს ეროვნული იდენტობისთვის, რაც ტოლერანტობაზე იყო დაფუძნებული. ეს ნამდვილად ჩვენი მთავარი დამახასიათებელი თვისებაა, თვისება, რომელიც თავს იჩენდა რელიგიაში, ჩვენი ისტორიაში ჩვენი მეზობლების მიმართ დამოკიდებულებაში. ამის დასტურია ბევრი ეროვნული უმცირესობა, რომელიც ჩვენს ტერიტორიაზე ცხოვრობს, რომლებიც ბედნიერი იყვნენ საქართველოში ჩამოსვლით და ცხოვრებით. თუ ჩვენ მას დავკარგავთ, დავკარგავთ ძალიან დიდ ნაწილს იმისას, რაც საქართველოს ქმნის. ახლა ვაპირებთ, რომ შევიტანოთ ტოლერანტობა იუნესკოს არამატერიალური მემკვიდერეობის სიაში, რადგან ეს არის ღირებულება, რომელიც გამოწვევაა ყველგან, მათ შორის საქართველოში, როგორც აღვნიშნე. ასე რომ, ჩვენ უნდა დავიცვათ ეს ღირებულება, უნდა დავიცვათ ის საქართველოში და დანარჩენ მსოფლიოში გლობალურად, რადგან ეს ძალიან საჭირო ღირებულებაა დღეს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა. ამასთან, სალომე ზურაბიშვილის თქმით, საქართველოში დემოკრატიული საზოგადოება არსებობს, თუმცა ეს ბოლომდე არ არის ის, რაც ქვეყანას სურს. „ამჟამად ჩვენ გვაქვს გაცილებით უფრო დემოკრატიული საზოგადოება იმ თვალსაზრისით, რომ მედია სრულად თავისუფალია, არსებობს გამოხატვის თავისუფლება და ასევე ქვეყნის სოციალური და პოლიტიკური ორგანიზების თავისუფლება. თუმცა, ეს ჯერ კიდევ არ არის იმ ტიპის დემოკრატია, რომელიც გვსურს, რომ საქართველოში იყოს. ვფიქრობ, რომ პოლიტიკური კულტურის უფრო მაღალი დონე გვჭირდება“, - აღიშნა პრეზიდენტმა.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)