|
2019-03-11 14:55:20, 1370 ნახვა
პოლიტიკა
აბესაძე: TBC-ზე კიბერთავდასხმის მიზანი შესაძლოა კონკრეტული კლიენტების ფინანსურ ინფორმაციაზე წვდომაა
„TBC-ზე კიბერთავდასხმის მიზანი შესაძლოა ყოფილიყო კონკრეტული კლიენტების ფინანსურ ინფორმაციაზე წვდომის მოპოვება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ირაკლი აბესაძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მამუკა ხაზარაძეზე „ორკესტრირებულ შეტევას“ ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს. „თიბისი ბანკმა“ უზრუნველყო, რომ დაედგინა კონკრეტული მისამართი, თუ საიდან განხორციელდა კიბერშეტევა, დაედგინა ადამიანების სახელები და გვარები, ვინ მუშაობს იქ, დაედგინა ამ, ჯგუფის სავარაუდო ხელმძღვანელი - ბატონი კოკა ყანდიაშვილი, რომელიც პირდაპირ კავშირში არის „ქართულ ოცნებასთან“ და სწორედ ეს თითქოს უმნიშვნელო დეტალი ჩვენ გვაჩვენებს თუ როგორ არის მართლაც აწყობილი ის ორკესტრი, რომელიც ივანიშვილის დაკვეთით მუშაობს „თიბისი ბანკის“ წინააღმდეგ - ბატონი გახარია, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, „ქართული ოცნების“ PR ჯგუფი, ბატონი კოკა ყანდიაშვილი, მათ მიერ დაქირავებული ადამიანები, რომლებსაც შესაძლებელია ხელფასს მათ შორის, ბიუჯეტიდანაც უხდიდნენ სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურების, სწორედ მოქმედებენ თიბისი ბანკის წინააღმდეგ და მოქმედებენ „თიბისი ბანკის“ კლიენტების წინააღმდეგაც, ვინაიდან შესაძლებელია, ამ კიბერთავდასხმის მიზანი ყოფილიყო კონკრეტული კლიენტების ფინანსურ ინფორმაციაზე წვდომის მოპოვების ინტერესიც“, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)