|
2019-03-11 12:53:05, 1262 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ქობულია კორეის საგარეო საქმეთა ვიცე-მინისტრს შეხვდა
კორეის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია კორეის საგარეო საქმეთა ვიცე-მინისტრს ლი ტე-ჰოს შეხვდა. შეხვედრას ასევე დაესწრნენ საქართველოს ელჩი კორეაში ოთარ ბერძენიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და სსიპ „აწარმოე საქართველოში" დირექტორი მიხეილ ხიდურელი. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა და ყურადღება გაამახვილეს სამომავლო თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებზე. ქართულმა მხარემ გამოთქვა დაინტერესება, რათა საქართველოს და კორეას შორის დაიწყოს მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების მიზნით. აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის დამყარება, შექმნის ახალ შესაძლებლობებს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებისა და გაღრმავების მხრივ. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ არაერთი მსხვილი კორეული კომპანია, როგორიცაა, მაგალითად, „სამსუნგი", „ელ ჯი" და სხვა, დიდი წარმატებით საქმიანობს საქართველოს ბაზარზე, გარდა ამისა, მსხვილი ინვესტორი კომპანიები კორეეიდან, როგორიცაა "K-Water" და "KHNP", ასევე აქტიურად ახორციელებენ ინვესტიციებს ენერგეტიკის სექტორში. შეხვედრაზე ითქვა, რომ ამის მიუხედავად, საქართველო დაინტერესებულია, მეტი კორეული ინვესტიცია შემოვიდეს საქართველოში, მით უფრო, რომ მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთების რეიტინგის" თანახმად, საქართველო ბიზნესის კეთების სიმარტივის მაჩვენებლით მსოფლიოში მე-6 ქვეყანაა. შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო მისიების, გამოფენებისა და ბიზნესფორუმების ორგანიზებაზე, რომელიც ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის ბიზნესწრეებს, დაამყარონ უფრო აქტიური საქმიანი კონტაქტი. თავის მხრივ, ქართულმა მხარემ დეტალურად ისაუბრა საქართველოში წარმატებით მოქმედ ბიზნესის სტიმულირების პროგრამებზე, რომელიც სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" და სხვა სახელმწიფო ფონდების მონაწილეობით ხორციელდება.
(NS)
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)