|
2019-03-11 10:54:53, 1224 ნახვა
პოლიტიკა
საპარლამენტო დელეგაცია სოფო კილაძის ხელმძღვანელობით გერმანიაში შეხვედრებს გამართავს
საპარლამენტო დელეგაცია სოფო კილაძის ხელმძღვანელობით გერმანიაში შეხვედრებს გამართავს დაგეგმილია შეხვედრები ბუნდესტაგში როგორც მმართველი კოალიციის შემადგენელი პარტიების, ასევე, ოპოზიციის წარმომადგენლებთან. შეხვედრები დაგეგმილია აღმასრულებელ ხელისუფლებასთან და ადგილობრივ თვითმმართველობებში ადამიანის უფლებათა დაცვის აქტუალურ საკითხებზე. „გერმანია ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე საიმედო და ძლიერი პარტნიორია. ვფიქრობთ, ეს ვიზიტი მოემსახურება ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას და გერმანიიდან უფრო მეტი მხარდაჭერის მოპოვებას, პირველყოვლისა, ბუნდესტაგის დონეზე. გერმანიის მხარდაჭერა დიდ პოზიტიურ როლს თამაშობს ჩვენი ქვეყნის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე“, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან პარლამენტის წევრები დავით მათიკაშვილი, ვანო ზარდიაშვილი და ირაკლი მეზურნიშვილი. ვიზიტი ხორციელდება გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქათველოს საელჩოს მხარდაჭერით.
(NS)
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)