|
2015-06-20 09:36:22, 809 ნახვა
ეკონომიკა
ხადური: ბიუჯეტიდან 10 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი, კერძო სტრუქტურებიდან კი მობილიზებულია 7.5 მილიონი ლარი
ამ ეტაპზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან 10 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი, კერძო სტრუქტურებიდან კი მობილიზებულია 7.5 მილიონი ლარი , - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში, გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა. მისი თქმით, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა დონორ ორგანიზაციებთან. ხადურის განცხადებით, ხელისუფლებას აქვს კონკრეტული შემოთავაზებები, როგორც მსოფლიო ბანკისგან, ისე აზიის განვითარების ბანკისგან. „მაგალითად, ევროკავშირი მზად არის 3 მილიონი ევრო გამოყოს სახლების მშენებლობისთვის. გარდა ამისა, არის სხვა მიმართულებები. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რათა მოვიზიდოთ დაფინანსება, მათ შორის, ეს შეიძლება იყოს გრანტები, შეიძლება იყოს იაფი რესურსი. ამ ეტაპზე ჩვენ გვაქვს შემოთავაზება, რომ აზიის განვითარების ბანკი მზად არის 11 მილიონი დოლარის პრელოკაცია გააკეთოს საქართვლოში განსახორციელებელი ერთ-ერთი პროექტიდან. აღნიშნული პროექტი არ შეჩერდება, ის გაგრძელდება. ჩვენ შეიძლება მუნიციპალური განვითარების ფონდის მეშვეობით თბილისში დავიწყოთ რეაბილიტაცია და ამასობაში სამი თვის განმავლობაში აზიის განვითარების ბანკი მზად არის, დამატებით 57 მილიონი დოლარის შეღავათიან ფინანსურ რესურსზე აწარმოოს მოლაპარაკება, რაც ასევე მოხმარდება დედაქალაქის ინფრასტრუქტურის აღდგენას. მსოფლიო ბანკი, USAID, სხვა ორგანიზაციები ასევე მზად არიან აქტიური მონაწილეობაა მიიღონ ვერეს ხეობის გეოლოგიურ კვლევაში. დღეს გავრცელდა აშშ-ს საელჩოს განცხადება, რომ ისინი მზად არიან როგორც გეოლოგიაში დაგვეხმარონ, ასევე მონაწილეობა მიიღონ ზოოპარკის ახალი ტერიტორიის შერჩევაში და დაგვეხმარონ მის მშენებლობაში", - განაცხადა ხადურმა. რაც შეეხება იმას დაატყამს თუ არა ეს სახელმწიფო ბიუჯეტს, ხადურის თქმით, ეკონომიკისთვის რთულია ასეთი სტიქიური უბედურებების გადატანა, „თუმცა ხელისუფლება მზად არის, რომ მოიზიდოს დამატებითი რესურსები, რომელიც სახელმწიფოს შედარებით გაუმარტივებს აღნიშნულ სტიქიასთან ბრძოლას“, - აღნიშნა ნოდარ ხადურმა.
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)