06:08 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-08 15:05:40, 1504 ნახვა

პოლიტიკა
ვოლსკი: გახარიას მიმართ შეტევა მიმდინარეობს, ცალკეულმა პირებმა ააფრიალეს და ფურცელს წერილი დაარქვეს

 „გიორგი გახარიას არავითარი კავშირში არ აქვს თემასთან, რაზეც კონკრეტულ ფიზიკურ პირებს არა მხოლოდ ეროვნული ბანკი, არამედ დამფუძნებლებიც ედავებიან“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკი მიიჩნევს, რომ გიორგი გახარიაზე შეტევა და დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნა, ძირითადი საკითხის  გადაფარვის მცდელობაა.

„გიორგი გახარიას მიმართ შეტევა მიმდინარეობს იმის გამო, რაც ცალკეულმა პირებმა ააფრიალეს და ფურცელს წერილი დაარქვეს, თითქოს, გიორგი გახარიას მიერ არის შედგენილი. წყაროს დიდი ძებნა არ სჭირდება, საიდან მიმდინარეობს თავის ორკესტრირებული შეტევით. საუბარი არ არის „თიბისი ბანკზე“. ეს კომპეტენტური ფინანსური ორგანიზაციაა, რომელიც მსოფლიოში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს. საუბარია, ცალკეულ პირებზე, რომელთაც განიზრახეს და გარკვეულ პოლიტიკურ ძალებთან ერთად პროცესი წარმართეს, პოლიტიკური კალაპოტით წაიყვანეს, როცა კითხვები არსებობს ფინანსურ ტრანზაქციებზე, საეჭვო ტრანზაქციებზე, რომელზეც გამოძიება მიმდინარეობს. ამ ფორმატში გახარიას წინააღმდეგ შეტევა და დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნა, მცდელობაა, ძირითადი საკითხი გადაფარონ“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics