|
2019-03-07 12:56:06, 1414 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ ბატიაშვილი გადადგომის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ ის შესაძლოა თანამდებობაზე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჩაანაცვლოს. მისი თქმით, ამ მხრივ საკადრო ცვლილებები არ იგეგმება. „ამას ვერანაირად ვერ დაგიდასტურებთ. არანაირ ცვლილებებზე საუბარი არ არის. მუშაობა მიმდინარეობს იმ ცვლილებებზე, რაც დღეს დავაანონსეთ“,- განაცხდა ბატიაშვილმა. ბატიაშვილის განმარტებით, ქვეყნის ბიუჯეტის მეოთხედის განათლების სფეროზე მიმართვა ისტორიული გადაწყვეტილებაა. „ეს უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. საქართველო ამ ციფრით მოხვდება ისეთ უმნიშვნელოვანეს ქვეყნებში, როგორიც არის კორეა, ფინეთი, სინგაპური და ა.შ. რესურსების გარეშე თავისთავად შეუძლებელია ვისაუბროთ ამ სფეროში გარდატეხის მოხდენაზე. ეს ციფრი მიღწეული იქნება 2022 წლისთვის, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ყოველწლიურად მოხდება გაზრდა“, - განაცხადა მინისტრმა.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)