03:57 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-07 12:14:26, 1662 ნახვა

სამართალი
ადმინისტრაციულ დაკავებასთან დაკავშირებულ ნორმებს საია საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ დღეს ირაკლი ჯუღელის სახელით  საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2 ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვა.

საია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 244-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დაკავების საფუძველს და 247-ე მუხლით დადგენილ დაკავების განსხვავებულ ვადებს ასაჩივრებს.

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის გამოყენებით ადამიანის უფლებებში გაუმართლებელი ჩარევის შესახებ საია მრავალი წელია საუბრობს და აწარმოებს სტრატეგიულ სამართალწარმოებას. ამ დრომდე საიას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის სხვადასხვა მუხლების არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოში 6 სარჩელი აქვს წარდგენილი. ამჯერად, საია ითხოვს ადმინისტრაციულ დაკავებასთან დაკავშირებული ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას.

კერძოდ, საია ასაჩივრებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 244-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დაკავების საფუძველს, რომელიც სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელს უფლებას აძლევს პირი დააკავოს პიროვნების დადგენის მიზნით. საია მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული დაკავება პიროვნების დადგენის საფუძვლით ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ ადამიანის თავისუფლების უფლებას.

ასევე, საია არაკონსტიტუციურად მიიჩნევს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 247-ე მუხლით დადგენილ დაკავების განსხვავებულ ვადებს.  აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირი, რომლის დაკავების ვადა არასამუშაო დროს ემთხვევა, შეიძლება დაკავებულ იქნეს და მოთავსდეს დროებითი მოთავსების იზოლატორში 48 საათის განმავლობაში, მაშინ, როდესაც სამუშაო დროს დაკავების შემთხვევაში დაკავების ხანგრძლივობა შესაძლებელია 12 საათამდე გრძელდებოდეს. საიას შეფასებით, სადავო ნორმა ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ თანასწორობის უფლებას, ვინაიდან ადგენს უთანასწორო მოპყრობას სამუშაო და არასამუშაო დროს დაკავებულ პირებს შორის“, - ნათქვამია საია-ს განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics