2019-03-06 21:39:31, 1846 ნახვა
სამართალი
პროკურატურა სასამართლოს გიორგი ქადაგიძის დაკითხვის შუამდგომლობით მიმართავს
გენერალური პროკურატურა ხვალ თბილისის საქალაქო სასამართლოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიძის დაკითხვის შუამდგომლობით მიმართავს.
როგორც "ექსპრესნიუსს" უწყებაში განუცხადეს, აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც ქადაგიძემ პროკურატურაში მისვლაზე უარი განაცხადა.
გამოძიებას სებ-ის ყოფილ პრეზიდენთან კითხვები „თიბისი ბანკის“ საქმესთან დაკავშირებით აქვს. მისი გამოკითხვა მოსამართლის თანდასწრებით მოხდება.
ავტორი: ,