|
2019-03-06 14:03:27, 1475 ნახვა
პოლიტიკა
გახარია: ანაკლიის პროექტი მნიშვნელოვანია - არავის გამოუვა შეთქმულების თეორიებით, ვალდებულებებს თავი აარიდოს
„არავის გამოუვა, რომ შეთქმულების თეორიით, სკანდალებით და ჭორაობით ვალდებულებებს, რომელიც აღებულია წლების წინ, თავი აარიდოს“, - ამის შესახებ შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა. გახარია „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის, მამაუკა ხაზარაძის განცხხადებას გამოეხმაურა. შს მინისტრის თქმით, ადამიანები სკანდალებით ცდილობენ, ვალდებულებებს თავი აარიდონ. „მე, როგორც ვიცე-პრემიერი და ყოფილი ეკონომიკის მინისტრი ძალიან კარგად მესმის ამ ქვეყნის ეკონომიკური მომავლისთვის, რას ნიშნავს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პროექტი. დღეს, როგორც შინაგან საქმეთა მინისტსა და ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელს ასევე ძალიან კარგად მესმის, რას ნიშნავს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოხების არქიტექტურისთვის, კრიტიკულად მნიშვნელოვანი კომპონენტია, საერთოდ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ამ ქვეყნის მომავალია, ასე რომ ჩვენ ვსაუბრობთ, როგორც ეკონომიკაზე, ასევე უსაფრთხოებაზე. ჩემთვის უკიდეურესად სამწუხაროა რომ სკანდალებით, რაღაც შეთქმულების თეორიებით, ადამიანები ცდილობენ თავიანთ ვალდებულებებს თავი აარიდონ და ამით დააზიანონ სახელმწიფო ინტერესები. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ავღნიშნავ, ანაკლიის პროექტი არის ამ ქვეყნის მომავალი ეკონიმიკისა და უსაფრთხოების კონტექსტში და არავის არ გამოუვა შეთქმულების თეორიებით, სკანდალებითა და ჭორებით, ვალდებულებებს, რომელიც აღებულია წლების წინ, თავი აარიდოს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)