|
2019-03-06 13:09:42, 1404 ნახვა
პოლიტიკა
დიმიტრი ხუნდაძე: ირაკლი ღარიბაშვილს, სხვებისგან განსხვავებით, უკან ქვები არ უსვრია
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებით გამოწვეულ აჟიოტაჟს რეალურ მოვლენად აფასებს და თვლის, რომ ეს იყო ცუდი სიურპრიზი ოპოზიციისთვის, ხოლო კარგი სიურპრიზი ხალხისთვის. „ხანგრძლივ პერიოდზე გათვლილი პოლიტიკა სწორედ ისეთ სვლებს მოითხოვს, როგორიც დღეს განხორციელდა - პოლიტიკიდან გაიყვანო პიროვნება მაშინ, როდესაც მისი რეიტინგი ზენიტშია და შემოიყვანო მაშინ, როდესაც გსურს პოლიტიკური ტემპერატურის აწევა გადამწყყვეტ მომენტში. ასე, რომ ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნება ორ მიზანს ემსახურება: მოახდინოს მობილიზება პარტიაში და ხალხმაც იგრძნოს რეალური ცვლილებები, რაც ხისტი პოლიტიკის გატარების გარეშე შეუძლებელია. დღეს სწორედ ეს არის საზოგადოების მოთხოვნა. ოპოზიციის შეფასება იმის შესახებ, რომ ღარიბაშვილის დაბრუნება მმართველ პარტიაში კრიზისზე მიუთითებს, მცდარია. თუკი რეიტინგული პიროვნების პოლიტიკაში დაბრუნება კრიზისია „ქართული ოცნებისთვის", მაშინ ნაციონალური მოძრაობა და მასთან გაერთიანებული ოპოზიცია ღრმა კრიზისში ყოფილან, რადგან ამდენი წელია უმცირესობის მოსაპოვებლადაც კი ისევ ურეიტინგო და დამნაშავე მიხეილ სააკაშვილის დახმარება სჭირდებათ. „ქართულ ოცნებაში" დაბრუნების უფლება ყველას აქვს, ვისაც ხიდები არა აქვს დამწვარი. ირაკლი ღარიბაშვილს, სხვებისგან განსხვავებით, უკან ქვები არ უსვრია და სწორედ ეს არის მისი მთავარი ღირსება, როგორც ჩვენი თანაგუნდელის. დემოკრატია არ ნიშნავს ქაოსს. დღეს ჩვენი ოპონენტები ცდილობენ, ქაოსი დემოკრატიის მანტიით შემოსონ. მათი მიზანია, ქვეყანაში არ დამყარდეს წესრიგი და ამისთვის მუდმივად შეაქვთ პანიკური ქაოსი ხალხში. როცა ოპონენტებს ასეთი სტრატეგია აქვთ არჩეული, ჩვენ სხვა გზა არ გვრჩება, გარდა იმისა, რომ ვაწარმოოთ პრინციპული პოლიტიკა უპირველეს ყოვლისა პარტიაში, რაც მხოლოდ და მხოლოდ საქმის შედეგზე იქნება გათვლილი. რაც მთავარია, შეცდომები არ უნდა დავუშვათ და მითუმეტეს, არ უნდა გავიმეოროთ" - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)