|
2019-03-05 23:00:17, 1605 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი ანაკლიის პორტზე - გავიდა სამი წელი , პორტი აშენდა? მე კითხვას ვსვამ , აშენდა პორტი?
ყოფილ პრემიერს ირაკლი ღარიბაშვილს მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით აინტერესებს რა იყო იმის განმპირობებელი რეალური მიზეზი, რომ პორტის მშენებლობა ამდენი ხანი გაიწელა - როგორც ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და "ქართული ოცნების" პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა ინგა გრიგოლიას გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა, მას ანაკლიის პორტზე აქვს კითხვები. „მე არ ვარ მთავარი პროკურორი ,მე არ ვიცნობ ამ საქმეს, რაც შეეხება ანაკლიის პორტს ,პირველი ბუნებრივი შეკითხვა,რაც მე მიჩნდება,მე არ ვიცი სამი წელი გავიდა და როგორც მახსოვს 2016 წელს მოიგეს ეს ტენდერი , და მე როგორც ვიცი,თქვენ ჟურნალისტი ბრძანდებით და არა მარტო თქვენ, არამედ სხვებმაც გადაამოწმონ ,რატომ მოხდა ვადების დარღვევა და რატომ არ დაიწყო მშენებლობა ამ პორტის. ხომ არ იყო საქმე, პრობლემა იმასთან,რომ უბრალოდ დაფინანსება მათ ვერ მოიპოვეს თავის დროზე, ან უბრალოდ არ იყო დაფინასნებადი პროექტი. მე არ ვიცი,ამით დაინტერესდნენ ექსპერტები ,უბრალოდ მე არ ვიყავი ჩართული ბოლო სამი წელი აქტიურად. ასე რომ ,ასე ხელაღებით თქმა იმისა,რომ ვიღაცას რაღაცა პორტი აინტერესებს ... თუ ივანიშვილს პირობითად ჰიპოტეტურად წარმოიდგინეთ რომ აინტერესებდა ეს პორტი ვინ დაუშლიდა ამ პორტის პროექტში ჩართულობას , ვერავინ. არც მისი ფინანსური რესურსები , ყველას აღემატება ბიზნესმენს ვინც საქართველში ცხოვრობს, მეორეს მხრივ სხვა რა პრობლემა უნდა ყოფილიყო. უფრო მეტი გარანტია თუნდაც უცხოელი ინვესტორებისთვის რა იქნებოდა,რომ ყოფილიყო ბატონი ივანიშვილი ჩართული ამ პროექტში. მაგრამ იქედან გამომდინარე რომ ეს პროცესი იყო აბსოლუტურად თავისუფალი , მიშვებული და გამჭვირვალე ,არავინ არ ჩაერია ამ პროექტში, გავიდა სამი წელი , პორტი აშენდა? მე კითხვას ვსვამ , აშენდა პორტი? არა! მეორე- სახელმწიფოს კონტრიბუცია რამდენია პორტში ? 200 მილიონამდე კერძო პროექტის მიმართ ,გარდა მხარდაჭერისა,მითხარით ეხლა თქვენ ,რა მიიღო კონკრეტულმა ბიზნესმენმა, ამ შემთხვევაში ბატონმა ხაზარაძემ მთავრობისგან . თქვენ გაპატიებდნენ როგორ ფიქრობთ 17 მლ დოლარის ოპერაციის ასეთ ფორმებში ჩატარებას ? არავინ არ გაპატიებდათ არც თქვენ არც მე და არავის .“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)