|
2015-06-19 16:29:52, 403 ნახვა
პოლიტიკა
გრიგორი კარასინი: რუსეთი მზადაა, საქართველოს სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაში დაეხმაროს
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის განცხადებით, რუსეთი მზადაა, საქართველოს სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაში დაეხმაროს. ამის შესახებ ინფორმაციას РИА Новости-ი ავრცელებს. კარასინის თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ის საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძეს ესაუბრა. „ამ დღეებში ვესაუბრე ზურაბ აბაშიძეს და ვთხოვე გადაეცა ქართული მხარისთვის ჩვენი მწუხარება მომხდარ სტიქიათან დაკავშირებით. ვუთხარი, რომ რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო თბილისში კოლეგებთან კონტაქტზეა და ქართულ მხარეს დახმარებას სთავაზობს. არ ვიცი პრაქტიკული ფორმები ერთობლივი ქმედებებისა, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, მზად ვიქნებით. ჩვენ მეზობელი ქვეყნები ვართ, კარგად გვესმის ერთმანეთის, ამიტომ საგანგებო ვითარებაში ყოველთვის მზად ვართ დასახმარებლად“, - განაცხადა გრიგორი კარასინმა. ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ რუსეთის საგანგებო სიტუაციების მინისტრმა ვლადიმერ პუჩკოვმა შინაგან საქმეთა სამინისტროში ოფიციალური შეტყობინება გამოაგზავნა, სადაც თანაგრძნობა გამოხატა სტიქიის შედეგად გარდაცვლილებთან დაკავშირებით და ქართულ მხარეს სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაში დახმარება შესთავაზა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)