|
2019-03-05 15:32:32, 1875 ნახვა
სამართალი
NGO-ები: მამუკა ხაზარაძის განცხადება სახელმწიფოს მიტაცების ნიშნების შესახებ ეჭვებს ამყარებს
16 არასამთავრობო ორგანიზაცია "თიბისი ბანკის" დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის საკომიტეტო მოსმენის დროს გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება. როგორც NGO-ების ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, ბოლო წლების განმავლობაში ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ბიზნესმენები ხელისუფლების წარმომადგენლებისა თუ მმართველ პარტიასთან დაკავშირებული გავლენიანი პირების მხრიდან ზეწოლაზე საუბრობენ "თუ ხაზარაძის განცხადებას უფრო ფართო კონტექსტში განვიხილავთ, ის კიდევ უფრო ამყარებს ჩვენ მიერ არაერთხელ გამოთქმულ შეშფოთებას არაფორმალური მმართველობის ნიშნებისა და სახელმწიფოს მიტაცების მზარდი ტენდენციის შესახებ, რაც მოიცავს დიდი ძალაუფლების კონცენტრაციას მმართველი პარტიისა და გავლენიანი პირების არაფორმალური დაჯგუფების ხელში და მათ მიერ საჯარო ინსტიტუტების გამოყენებას კერძო მიზნებისა და ინტერესებისთვის. ეს ტენდენცია არსებითად შეუთავსებელია დემოკრატიული მმართველობის პრინციპებთან და საფრთხეს უქმნის კონსტიტუციურ წესრიგს. აქედან გამომდინარე, და რადგან არ გვაქვს იმედი რომ სამართალდამცავი უწყებები მოახდენენ მამუკა ხაზარაძის განცხადებებზე ადეკვატურ რეაგირებასა და მიუკერძოებელ გამოძიებას მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს - შექმნას დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც უზრუნველყოფს საკითხის დეტალურ შესწავლას საჯარო სხდომებზე. ამასთან, მოვლენებისათვის მეტი სიცხადის მოსაფენად, მნიშვნელოვანია მამუკა ხაზარაძემ გაასაჯაროოს შს მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ მისთვის გაგზავნილი წერილი. მზად ვართ საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე შევხვდეთ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს მათი სურვილის შემთხვევაში", - ნათქვამია განცხადებაში. განცხადებას ხელს აწერენ: საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, კონსტიტუციის 42-ე მუხლი, ფონდი "ღია საზოგადოება საქართველო", კვლევითი ჟურნალისტიკის და ეკონომიკური ანალიზის ცენტრი, საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი, საქართველოს რეფორმების ასოციაცია, სტრატეგიული კვლევების რეგიონული ცენტრი, მწვანე ალტერნატივა, საზოგადოება და ბანკები, მსოფლიო გამოცდილება საქართველისთვის, საქართველოს ატლანტიკური საბჭო, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)