|
2019-03-05 14:44:53, 2017 ნახვა
სამართალი
პროკურორი - მალხაზ კობაური ადეკვატურ სასჯელს მიიღებს
ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაურის საქმის პროკურორი ზაზა დათუკიშვილი აცხადებს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების გათვალისწინებით, ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი ვერდიქტი დადგება. „სმიტების მკვლელობის საქმეზე ბრალდებული მალხაზ კობაურის პატიმრობის ვადა იწურება 9 აპრილს. ამ დრომდე სასამართლო განხილვა აუცილებლად დასრულდება და ჩემი ღრმა რწმენით, იმ უტყუარი და არაერთი მტკიცებულების შეფასებით, რაც გვაქვს საქმეში, ბრალდებულ კობაურის მიმართ დადგება გამამტყუნებელი ვერდიქტი. მე, როგორც ამ საქმის პროკურორი საზოგადოებას ვარწმუნებ, რომ კობაური პატიმრობიდან არ გათავისუფლდება და ის მიიღებს ადეკვატურ სასჯელს“, - განაცხადა საქმის პროკურორმა, ზაზა დათუკიშვილმა. მალხაზ კობაურს ბრალად ედება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული, რაც 16-დან 20-წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)