|
2019-03-05 13:08:39, 1408 ნახვა
პოლიტიკა
„თუ გახარიას წერილი არსებობს, სერიოზული რეაგირება მექნება“ - ლომჯარია ხაზარაძის განცხადებას ეხმაურება
„თუკი მსგავსი რამ არსებობს, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან სერიოზული ბრალდება და რა თქმა უნდა, მექნება რეაგირება“, - ასე გამოეხმაურა სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია „თიბისი ბანკის“ თანადამფუძნებლის, მამაუკა ხაზარაძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, მას შს მინისტრი გიორგი გახარია ემუქრებოდა. ომბუდსმენის თქმით, აღნიშნული საკითხი სამართლებრივ რეაგირებას საჭიროებს. მისი თქმით, ამასთან, მისივე თქმით, „თიბისი ბანკის“ საქმეზე საუბარი სახალხო დამცველის ყოველწლიურ ანგარიშშიც იქნება. „რაც მოვისმინე, როგორც მათთან შეხვედრის დროს, ასევე გუშინ საპარლამენტო საკომიტეტო განხილვაზე ნამდვილად არის ის საკითხები, რაც ექცევა ადამიანის უფლებების დაცვის ქვეშ. წერილთან დაკავშირებით, თუკი მსგავსი რამ არსებობს, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან სერიოზული ბრალდება და რა თქმა უნდა, მექნება რეაგირება. არ ვიცი, ეს იქნება პირადი შეხვედრის ფორმით, თუ სხვა ფორმით, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მძიმე ბრალდება და თუკი დადასტურდა ამაზე ძალიან სერიოზული რეაგირება არის საჭირო არა მარტო სახალხო დამცველის, არამედ სამართალდამცავი ორგანოების მხრიდანაც. ზოგადად, ეს ფაქტი, ჩამოწერის საკითხი იყო პრობლემატური. ჩვენ ამ საკითხს, ასევე, შევეხებით ჩვენს ყოველწლიურ ანგარიშში, რომელიც ძალიან მალე გახდება საჯარო და მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდანაც ძალიან პრობლემატურ გადაწყვეტილებად იქნა მიჩნეული. რაც შეეხება, იყო, თუ არა იძულება, ასე პირდაპირ ამის შესახებ არ განუცხადებია ბატონ ხაზარაძეს, თუმცა ალბათ ეს გარემოებები საჭიროებს დამატებით შესწავლას“, - აღნიშნა სახალხო დამცველმა.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)