21:13 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-19 15:27:18, 386 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: მსოფლიო დონის ექსპერტები ვერეს პრობლემურ ხეობას შეისწავლიან

„ჩვენ ვიწყებთ მსოფლიო დონის ექსპერტების ჩართულობით ერთობლივ მუშაობას, ვერეს რთულ და პრობლემურ ხეობაში“,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვერეს ხეობის დაგეგმარების პირველ სახელმწიფო კომისიის სხდომაზე  განაცხადა. 
როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, ვერეს ხეობის შესწავლაში  როგორც ქართველი,  ასევე უცხოელი სპეციალისტები ჩაერთვებიან. 

„ჩვენი მთავარი მიზნებია  ვერეს ხეობის მიმდებარე ტერიტორიის  სრული შესწავლა დავიწყოთ.  შემდგომ კი  აღდგენითი სამუშაოების დაგეგმვა და მისი ორგანიზება.  ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ უნდა  დავადგინოთ თუ როგორ უნდა დაგეგმარდეს ვერეს ხეობა, ჩამოყალიდბეს გლობალური ხედვა  და ამის  მიხედვით უნდა დაიგეგმოს ყველა სამუშაო ამ ხეობაში. პრეცენდენტი უნდა შეიქმნას, რომ საზოგადოებისთვის, ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე გაიმართოს დისკუსია. ეს უნდა  იყოს ღია, აბსოლუტურად გამჭვირვალე, რომ ყველა სპეციალისტს  შეეძლოს ჩართულობა ამ პროცესში და მიიღოს მონაწილეობა.  გადაწყვეტილების მიმღებ პირებს უნდა ჰქონდეს საშუალება ყველა  ალტერნატიულ აზრს მოვუსმინოთ  და შემდეგ მივიღოთ ყველაზე  სწორი გადაწყვეტილება“,-აღნიშნა ღარიბაშვილმა. 
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ვერეს ხეობის შესწავლის შემდეგ უნდა მომზადდეს შესასრულებელი სამუშაოების მაღალკვალიფიციური დასკვნა. 
 „მსოფლიო დონის   ექსპერტების ჩართულებით ჩვენ ვიწყებთ ერთობლივ მუშაობას ვერეს  რთული და პრობლემური ხეობის შესწავლაზე.   ამ სამუშაოს შედეგად უნდა მომზადდეს  მაღალკვალიფიციური დასკვნა, რომელითაც ჩვენ ვიხელმძღვანელებთ  ამ ტერიტორიაზე ნებისმიერი პროექტის განხოციელებისას.  საჭიროებიდან გამომდინარე კონკრეტული მიმართულებების მიხედვით შეიქმნება   სამუშაო ჯგუფები,  ეს შეიძლება იყოს გეოლოგების, არქიტექტორების, დეველოპერების, ინჟინერების და სხვა სამსახურების.    კომისიის  საქმიანიობაში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოში  აღიარებული ექსპერტები, როგორც ადგილობრივი ასევე უცხოელი.  მე მზად ვარ პირადად  ჩავერთო მათი მოწვევის პროცესში",-განაცხადა ღარიბაშვილმა. 

პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა კომისიის პირველ სხდომაზე შეკრებილ ქართველ ექსპერტებსა და სპეციალისტებს.

"გიორგი გოცირიძე, გია აბულაძე, გიგა ბატიაშვილი, ლადო ვარდოსანიძე, ირაკლი მასხარაშვილი, რომელმაც “მზიური“ დააპროექტა, ტატო ბერიძე - ნაპირდაცვის სპეციალისტი,  ნიკო კახეთელიძე, თამაზ შილაკაძე, რომელიც ახალი გზის პროექტის ავტორია, ტარიელ ტალიაშვილი, ასევე, მეცნიერებათა აკადემიის მეცნიერები, სამხარაულის ბიუროს ექსპერტები, არქიტექტორთა კავშირი - დავით აბულაძე; წყალმეურნეობის ინსტიტუტის დირექტორი - გივი გავარდაშვილი, მენაშენეთა კავშირის ხელმძღვანელი გიორგი როსტომაშვილი, ჰიდროლოგი - ბადრი უკლება, გეოლოგები ჭიჭიკო ჯანელიძე და მერაბ გაფრინდაშვილი, თბილისის არქიტექტურის სპეციალისტი - ნინო ღოღობერიძე და სხვები",-აღნიშნა პრემიერმა. 

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრი  ვერეს ხეობის დაგეგმარების პირველი სახელმწიფო კომისიის სხდომას მართავს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჰორმუზის სრუტეს გადაკეტავს
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics