16:39 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-05 12:03:48, 5450 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა [ვიდეო]

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა.

ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, ღარიბაშვილი „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივნის და პოლიტსაბჭოს წევრის თანამდებობას დაიკავებს.

„ყველასათვის ცნობილია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი არის გამორჩეული თვისებებისა და გამოცდილების მქონე ადამიანი, რომელიც 2011 წლიდან მონაწილეობდა „ქართული ოცნების“ დაფუძნებასა და ჩამოყალიბებაში. მან პრემიერ-მინისტრისა და პარტიის თავმჯდომარის რანგში, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩვენი სახელმწიფოს განვითარებაში. პოლიტიკური მდივნის რანგში, ირაკლი ღარიბაშვილი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს პარტიის შემდგომ გაძლიერებაში“, - აღნიშნა კალაძემ.

მისივე თქმით, პარტიაში შემოღებულია ახალი თანამდებობა - პოლიტიკურ პარტიებთან ურთიერთობის მდივანი, რომელსაც გია ვოლსკი დაიკავებს.

„შემოღებულ იქნა პოლიტიკურ პარტიებთან ურთიერთობის მდივნის თანამდებობა, რომელსაც დაიკავებს პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი, გიორგი ვოლსკი“, - განაცხადა კახა კალაძემ.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კონგრესმენები თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეტის, წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას მომავალ კვირას გეგმავენ
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
თამარ ბაგრატიონი ვატიკანში, რომის პაპს, ლეონ XIV-ს შეხვდა
საქართველოს პარლამენტი ChatGPT-ის ყოველწლიურ გამოწერას ყიდულობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics