2019-03-05 10:20:12, 3169 ნახვა
მსოფლიო
ამერიკამ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გაახანგრძლივა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინის გამო, ანტირუსული სანქციები 1 წლით გაახანგრძლივა, - ამის შესახებ თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ რუსეთის ქმედებებიამერიკის ეროვნულ უსაფრთხოებასა და საგარეო პოლიტიკას ისევ საფრთხეს უქმნის.
განკარგულების თანახმადაც, ახალი სანქციები ოპიციალური მოსკოვის წინააღმდეგ 2020 წლის 6 მარტამდე იმოქმედებს.
აღსანიშნავია, რომ 2018 წლის 9 ნოემბერს ამერიკის ფინანსთა სამინისტრომ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის და უკრაინის აღმოსავლეთში სეპარატისტების მხარდაჭერის გამო სანქციები კიდევ სამ ფიზიკურ და ცხრა იურიდულ პირს დაუწესა.
ავტორი: ,