17:06 - 05 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-19 15:24:11, 509 ნახვა

სამხედრო
„კრწანისში“ სამხედრო-სამედიცინო უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსის პირველი გამოშვების ცერემონიალი გაიმართა

ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ სამხედრო-სამედიცინო უმცროს ოფიცერთა მომზადების ძირითადი კურსის პირველი გამოშვების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო მოსამსახურეებს კურსის წარმატებით დასრულება საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბესიკ ლოლაძემ და გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ  მიულოცეს და სწავლების დამადასტურებელი დიპლომები პირადად გადასცეს.

სამხედრო-სამედიცინო უმცროს ოფიცერთა მომზადების ძირითად კურსში 12 ოფიცერი მონაწილეობდა.  სწავლების განმავლობაში სამხედროებმა ზოგადი საექიმო კურსი,  სამხედრო ჰიგიენა, პრევენციული მედიცინა და შეიარაღებული კონფლიქტების სამართალი გაიარეს. მათ პირველადი დახმარების საინსტრუქტორო უნარ-ჩვევები, სამედიცინო უზრუნველყოფის დაგეგმვისა და მართვის პრინციპები შეისწავლეს.

სამხედრო-სამედიცინო ოფიცერთა მომზადების სკოლა 2014 წლის 25 ოქტომბერს ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისის“ ბაზაზე შეიქმნა.  ათი თვის განმავლობაში სკოლამ საბრძოლო მაშველთა 5 კურსი გამოუშვა და „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიისთვის სამხედრო მედიკოსების ორი ჯგუფი  მოამზადა. ამჟამად, სკოლაში II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის საბრძოლო მაშველების ავღანეთში გადასროლისწინა მომზადება მიმდინარეობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სერბეთის პრეზიდენტი: უნგრეთისკენ მიმავალი გაზსადენის მახლობლად ასაფეთქებელი ნივთიერებები აღმოაჩინეს
მეუფე შიო: ჩვენ ვიცით ასევე, როგორი ცვალებადი და მერყევია ადამიანი
ძლიერმა ქარმა თბილისში კორპუსების ფასადები დააზიანა
შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები - ახალ კათოლიკოს-პატრიარქს გაცილებით მეტს მოვთხოვთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics