|
2019-03-04 17:04:26, 1726 ნახვა
რეგიონი
შუახევის მერმა, მარინა მიქელაძეს და ეთერ ტარიელაძეს დედის დღე მიულოცა
შუახევის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ საკრებულოს თავმჯომარესთან გიორგი დავითაძესთან, მერის მოადგლე რუსუდან შავაძესთან და სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული ამირან მამალაძის დედას, მარინა მიქელაძეს დედის დღე მიულოცა, გმირი შვილის გაზრდისთვის მადლობა გადაუხადა და საჩუქარი გადასცა. გმირი ამირან მამალაძე 2008 წლის 2 მაისს ჩაირიცხა ქართული ჯარის 53-ე ბატალიონის, მე-5 ბრიგადაში. დაიღუპა 9 აგვისტოს. დაჯილდოვებულია ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით.
ქალბატონ მარინა მახარაძეს დედის დღესთან დაკავშირებით, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამის ,, 2008 წლის რუსული აგრესიის შედეგად და 2012 წელს ავღანეთში დაღუპულ მეომართა ოჯახების დახმარების“ ფარგლებში, 1 000 ლარი გადაეცა. დღესვე, შუახევის მერი თანხლებ პირებთან ერთად ბარათაულში დამსახურებულ პედაგოგს, ორი შვილის დედას, 83 წლის ქალბატონ ეთერ ტარიელაძეს სახლში ეწვია, დედის დღე მიულოცა და საჩუქარი გადასცა. ქალბატონი ეთერი 47 წელი პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა. უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ ბარათაულის სააჯარო სკოლაში დაწყებითი კლასის პედაგოგად მუშაობდა. აღზრდილი ჰყავს არაერთი თაობა, მიღებული აქვს მრავალი საპატიო სიგელი და დიპლომი.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|






epn.ge (@expressnews.ge)