|
2019-03-04 15:45:16, 1436 ნახვა
პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობა“ ხაზარაძის განცხადების გამო, გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვს
"ნაციონალური მოძრაობა" შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვს. როგორც პარტიის წევრმა რომან გოცირიძემ განმარტა, შს მინისტრის გადადგომის საკითხი, მას შემდეგ დადგა, რაც "თიბისი ბანკის: დამფუძნებელმა მამუხა ხაზარაძემ განაცხადა, რომ მინისტრისგან მუქარის შემცველი წერილი მიიღო. "დღევანდელი კომიტეტის სხდომაზე ჩვენ მომსწრეები გავხდით ბიზნესზე უპრეცედენტო ზეწოლის, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს ჯერ კიდევ არ არის ის, რაც თურმე ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ დავინახეთ და პირდაპირ განაცხადეს ამის შესახებ, მათ შორის, მამუკა ხაზარაძემ, რომ მათზე შანტაჟს ახორციელებდა შს მინისტრი გიორგი გახარია, მას ჰქონდა მრავალი მოთხოვნა, როგორც ჩანს, პოლიტიკური ხასიათისაც და ამ მოთხოვნებს იგი წერდა წერილობითი ფორმით და შანტაჟის დამადასტურებელი დოკუმენტიც არსებობს ბატონი ხაზარაძის ხელთ. ეს არის წარმოუდგენელი სითავხედე, წარმოუდგენელი ძალადობა, ამიტომ "ნაციონალური მოძრაობა" მოვითხოვთ, რომ დღესვე აღიძრას სისხლის სამართლის საქმე ამ ფაქტზე და ბატონი გახარია გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან. ამ განხილვებიდან ჩვენ ვხედავთ, რომ პროცესი გასცდა საფინანსო სფეროს და ანაკლიის პროექტის საკითხს. ჩვენ დღეს ვხედავთ ხელისუფლება ძალადობს ყველა მიმართულებით. დროზე მოვიდეს ხელისუფლება გონს და შეწყვიტოს უსამართლო დევნა", - განაცხადა გოცირიძემ.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)