|
2019-03-04 12:35:29, 1976 ნახვა
რეგიონი
ზაალ მიქელაძემ ღვაწლმოსილი ექიმები დააჯილდოვა
აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების საქმეში შეტანილი წვლილისათვის სამი ღვაწლმოსილი ექიმი - ნანა ჭანჭალეიშვილი, ნადეჟდა ზანანიანი და ლია ჯორბენაძე სიგელით დააჯილდოვა. სამივე ექიმი მ. იაშვილის სახელობის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში მრავალი ათეული წელია საქმიანობს. ნანა ჭანჭალეიშვილი პროფესიით პედიატრია, მინიჭებული აქვს პირველი კატეგორიის ექიმის წოდება. მას სამედიიცნო საქმიანობის 46 წლიანი გამოცდილება აქვს. ნადეჟდა ზანანიანი კლინიკის ეპიდემიოლოგიურ მიმართულებას ხელძღვანელობს. ფლობს სახელმწიფო სერტიფიკატებს ეპიდემიოლოგიასა და ინფექციური კონტროლის საფუძვლებში. პროფესიულ საქმიანობას 48 წელია ეწევა. ლია ჯორბენაძე პროფესიით პედიატრია, სამედიცინო საქმიანობას 1970 წლიდან ახორციელებს, პარალელურად წლების განმავლობაში ეწეოდა სამედიცინო-პედაგოგიურ მოღვაწეობას. დაჯილდოვებულია საუკეთესო ექიმი პედიატრის წოდებით.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|








epn.ge (@expressnews.ge)